სამხრეთ კავკასიის ამბები

ლეილა იუნუსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

9 დეკემბერი, 2015 • 2099
ლეილა იუნუსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 9 დეკემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რამდენიმე თვის წინ დაპატიმრებული უფლებადამცველ ლეილა იუნუსის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პირობითი სასჯელით შეეცვალა. შესაბამისად, ლეილა იუნუსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

უფლებადამცველ ლეილა იუნუსის ქმარს, არიფ იუნუსს 12 ნოემბერს ბაქოს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის ფორმა, ასევე, შიდა პატიმრობით შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ციხიდან გათავისუფლებულმა აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა არიფ იუსუფმა განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს, მისი ცოლი, ლეილა იუნუსიც გაათავისუფლონ პატიმრობიდან.

“არ გავჩუმდები, ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ლეილაც არ იქნება გათავისუფლებული”, -განუცხადა არიფ იუნუსმა ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ.

2015 წლის 13 აგვისტოს ბაქოს სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს 8,5 და მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წელი თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა. სასამართლომ არიფ იუნუსი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. იუნუსებისა და სხვა უფლებადამცველების დაკავების გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებდა და მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი