სომხეთში 6 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დღეს დილით შეაჯამა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

ცესკოს მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 50.51%-მა. მათგან საკონტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 63,35%-მა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა 32,35%-მა.

რეფერენდუმი ჩატარდა იმის გასარკვევად, უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს სომხეთში მმართველობის მოდელის შეცვლას, კერძოდ, საუბარია საპრეზიდენტო მოდელის საპარლამენტოთი შეცვლაზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *