სამხრეთ კავკასიის ამბები

როიტერის ცნობით, აზერბაიჯანში 32 მუშა დაიღუპა ნავთობსაბადოზე ხანძრის შედეგად

5 დეკემბერი, 2015 • 1943
როიტერის ცნობით, აზერბაიჯანში 32 მუშა დაიღუპა ნავთობსაბადოზე ხანძრის შედეგად

როიტერის ცნობით, აზერბაიჯანში, გიუნეშლის ნავთობსაბადოს პლატფორმაზე, რომელიც სახელმწიფო კომპანია “სოკარის” მფლობელობაშია, ხანძრის შედეგად 32 მუშა დაიღუპა. როიტერი ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის ნავთობკომპანიაში დასაქმებულთა უფლებების დაცვის კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე სააგენტოს ცნობით, ხანძრის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა 84 მუშა.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო haqqin.az-ის ცნობით, ხანძარს გადარჩენილი რამდენიმე მუშა მიიყვანეს ბაქოს საავადმყოფოში, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

“სოკარის” ცნობით, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 30, ხოლო 32 მუშის გადარჩენა მოხერხდა.

კასპიის ზღვაში აზერბაიჯანულ ნავთობსაბადოს “გიუნეშლის” მონაკევთზე ხანძარი პარასკევს საღამოს გაჩნდა და მისი ლოკალიზება მხოლოდ დღეს მოხერხდა. პირველადი ინფორმაციით, შტორმის შედეგად გაზსადენზე მოხდა ავარია, რამაც გამოიწვია ხანძარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი