მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჯარისკაცი დაიღუპა

კავკაზსკი უზელის ცნობით, მთიანი ყარაბაღის ჯარისკაცი, ერიკ გრიგორიანი აზერბაიჯანის საზღვართან შეტაკების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების ცნობით, 4 დეკემბრის ღამეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დივერსია სცადეს, რაც ყარაბაღის ჯარისკაცების მიერ იყო აღკვეთილი.

გამოცემის ცნობით, თავისი ჯარისკაცის დაღუპვაზე ინფორმაცია 3 დეკემბერს აზერბაიჯანმაც გაავრცელა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი