სამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთის პრემიერი სომხეთს ყარაბაღის მიწების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

4 დეკემბერი, 2015 • 1726
თურქეთის პრემიერი სომხეთს ყარაბაღის მიწების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

“მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების სრულად გათავისუფლება”, – განაცხადა ბაქოში მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

მან სომხეთს მოუწოდა, გაათავისუფლოს მიწები, რომლებიც მას არ ეკუთვნის.

პრემიერის თქმით, თურქეთი ბოლომდე დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი