სამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთი და აზერბაიჯანი TANAP-ის გაზსადენის მშენებლობას დააჩქარებენ

4 დეკემბერი, 2015 • 1377
თურქეთი და აზერბაიჯანი TANAP-ის გაზსადენის მშენებლობას დააჩქარებენ

“თურქეთი და აზერბაიჯანი დააჩქარებენ ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობას”, – განაცხადა ბაქოში მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ ილჰამ ალიევთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

მისი თქმით, აზერბაიჯანული გაზი თურქეთში დაგეგმილ 2018 წელზე ადრე გაივლის.

აღნიშნული გაზსადენი საშუალებას მისცემს თურქეთს აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა ყოველწლიურად ექვსი მილიარდი კუბური მეტრით გაზარდოს. ასევე, ბაქოს საშუალებას მისცემს ევროპაში ყოველ წელს 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელოს. გაზის მიწოდება განხორციელდება აზერბაიჯანის “შაჰ დენიზის” საბადოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.