სამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთს შორის გზის მშენებლობას იწყებს

28 ნოემბერი, 2015 • 1944
რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთს შორის გზის მშენებლობას იწყებს

მოსკოვში ხელი მოეწერა მემორანდუმს, “ელბრუსის” სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების პროექტის რეალიზაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გზის მშენებლობას – გზა ერთმანეთს დააკავშირებს ყარაჩაევო-ჩერქეზეთს და ყაბარდო-ბალყარეთს აფხაზეთთან.

კავკაზსკი უზელის ცნობით, პროექტის რეალიზება უნდა უზრუნველყოს ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ China Railway და რუსულმა კომპანიამ “რეგიონ-პროექტმა”.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აეროპორტისა და საზღვაო პორტის მშენებლობა. სამუშაოების სრული ღირებულება 2,7 მილიარდი აშშ დოლარია.

გამოცემას პროგრამის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ფალილეევმა განუცხადა, რომ “ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთს შორის გზა რეგიონში ახალ ტურისტებს მოიზიდავს, შექმნის სამუშაო ადგილებს და განავითარებსა მცირე და საშუალო ბიზნესს”.

მისივე თქმით, “საჭიროა დიდი სამუშაოს ჩატარება. მშენებლობის ადგილების, რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის, მგზავრთა ნაკადისა და ტვირთბრუნვის შესწავლა და ა.შ. რაც, დაახლოებით, 12 თვე გაგრძელდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი