სამხრეთ კავკასიის ამბები

ლუკაშენკო ალიევს დახმარებას სთავაზობს

28 ნოემბერი, 2015 •
ლუკაშენკო ალიევს დახმარებას სთავაზობს

“ბელარუსსა და აზერბაიჯანს აქვს მსგავსი პოზიციები ბევრი საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხში და ერთმანეთს საგარეო პოლიტიკის კუთხით დახმარებას გაუწევენ”, – წერია ორი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ერთობლივ დეკლარაციაში.

დეკლარაციას ხელი მინსკში, 27 ნოემბერს მოაწერეს. დეკლარაცია შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაცია, ტრეფიკინგი, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ბრუნვა.

“მსოფლიო გაგიჟდა – ხედავთ, რაც ხდება. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რაღა გამოწვევებსა და საფრთხეებს წინ აღვუდგეთ”, – უთხრა სეხვედრის დროს ლუკაშენკომ ალიევს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მინსკში შეხვედრის დროს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ბაქოს ინტერესების გატარებას ხელს შეუწყობს.

“აზერბაიჯანი იყო და რჩება ბელარუსის საიმედო მეგობრად და პარტნიორად. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას და მზად ვართ გულწრფელად და ღიად გავატაროთ თქვენი ინტერესები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. ორი ქვეყანა უნდა კონცენტრირდეს ურთიერთთანამშრომლობის ახალი მიმართულებების ძიებისთვის. ამჟამინდელ არა მარტივ ვითარებაში, დრო ჩვენგან ითხოვს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს ეკონომიკურ ურთიერთობებში, მათ შორის მესამე ქვეყნების ბაზრებზე”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ასევე, აზერბაიჯანს ინფრასტრუქტურის სრულყოფისთვის დახმარება შეთავაზა. მისი თქმით, შესაძლოა, მინსკში წარმოებული ავტობუსებისა და სამგზავრო მატარებლების მიწოდება აზერბაიჯანისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი