ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ტრამპის მარშრუტი” საქართველოსთვისაც სასარგებლოა – პაპუაშვილი

24 ნოემბერი, 2025 •
“ტრამპის მარშრუტი” საქართველოსთვისაც სასარგებლოა – პაპუაშვილი

„ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP), რომლის ინიცირებაც აშშ-მა მის მიერ მხარდაჭერილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი სამიტის შემდეგ მოახდინა, ხსნის ახალ პერსპექტივებს მთელი რეგიონისთვის და შუა დერეფნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს” – რუსული “სპუტნიკის” ინფორმაციით, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ განისაზღვროს საკომუნიკაციო პროგრამის ჩარჩო სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტისა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ან TRIPP).

„მნიშვნელოვანია მათ შორის კონკურენციის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები იყოს შეთავაზებული გადამზიდველებისთვის და ამით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი დერეფანი. კონკურენცია ამას მხოლოდ ზრდის“, – თქვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთი გზა რეგიონის სტაბილურობაზე მეტყველებს, რაც კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მოიზიდავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი