ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა. აქამდე იგი დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
შამბას დანიშვნის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში განაცხადეს, იუწყება რუსული სამთავრობო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“.
შამბა დე ფაქტო საგარეო უწყებას 1997-2010 წლებშიც ხელმძღვანელობდა. წარსულში იგი ამბობდა, რომ „ქართველებს მტრად არ მიიჩნევს“ და საქართველოსთან დიალოგის საჭიროებაზე საუბრობდა:
- შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა, ქართველებს მტრად არ მივიჩნევ
- სერგეი შამბა ქართულ მხარესთან დიალოგის საჭიროებაზე კვლავ საუბრობს
შამბამდე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ინალ არძინბა იკავებდა.