სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი დასავლეთსა და რუსეთს შორის

10 ივლისი, 2024 •
სომხეთი დასავლეთსა და რუსეთს შორის

ავტორი: ვადიმ დუბნოვი, პრაღა


სომხეთი შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო სამიტის იმ მონაწილე ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ხელი არ მოუწერიათ შემაჯამებელ კომუნიკეზე, რაც შესაძლოა, ყველაზე ზუსტი შეფასებაა იმისა, დგას თუ არა დღეს ერევანი რუსეთ-დასავლეთის ღერძზე. 

ერთი მხრივ, ერევანმა დასავლეთისკენ მიმავალი ქვეყნის დეკლარირებული პოზიციონირება გააგრძელა, სადაც დღეს ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულებაა. თუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისში ერევანი ხაზს უსვამდა საკუთარ ნეიტრალიტეტს, სადაც აშკარად იკითხებოდა მოსკოვისადმი სოლიდარობა [კიევისადმი ფორმალური კორექტურობის მიუხედავად], დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიცვალა მოსკოვის მხრიდან ერევნისადმი შეცვლილი დამოკიდებულების შესაბამისად.

კომპასმა კრემლი აჩვენა

უკრაინის ომისადმი დამოკიდებულება ლოგიკური მაგალითია იმ ურთიერთკავშირისა, რასაც სომხეთის დასავლეთისკენ სვლა და მოსკოვთან ურთიერთოების გაციება ჰქვია. 

ამის ერთ-ერთი პირველი სიგნალი, როგორც ამას სომეხი დამკვირვებლები მიიჩნევენ, ჯერ კიდევ შორეულ 2013 წელს შეიარაღების მიწოდებაზე რუსეთისა და ბაქოს მსხვილი შეთანხმება გახდა. შემდეგ იყო 2016 წელი: “აპრილის ომი” მთიან ყარაბაღში, რომლის შედეგად აზერბაიჯანმა საფრონტო პოზიციებზე რიგი სიმაღლეების დაკავება შეძლო, რაც ძალიან დაეხმარა ბაქოს ოთხი წლის შემდეგ,  44- დღიან ომში. მაშინ სომხეთში პირველად დაიწყო ე.წ.ლავროვის გეგმის მხილება, რომლის შესაბამისად, მოსკოვი, ბაქოსთან შეთანხმებით, უშვებდა ვიწრო კონფლიქტს საკუთარი სამშვიდობოების შეყვანის მიზნით. მათი განთავსების მიზანი დიდწილად არ იყო განმარტებული და  მოსკოვის ბუნებრივი ექსპანსიის თეზისი სრულიად საკმარისი იყო, განსაკუთრებით იმ წყენის ფონზე, რომელიც უკვე იმჟამად ღვივდებოდა. თუმცა უპასუხოდ რჩება სხვა, უფრო აქტუალური საკითხი: რაში სჭირდებოდა სამშვიდობოები თავად აზერბაიჯანს, რომელიც კონფლიქტის პირველივე დღეებიდანვე ამის წინააღმდეგი იყო? 

ერთი წლით ადრე ერევანში ე.წ. ელექტრომაიდანი გაიმართა – ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის წინააღმდეგ გამოსვლები, რომლის წარმოების სიმძლავრეები და განაწლება რუსულ კომპანიებს ეკუთვნის. ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როგორი ძალისხმევით იკავებდნენ თავს პროტესტის მონაწილეები ანტირუსული თეზისებისგან, როგორ უფრთხოდნენ, რეალურად გამოეწვიათ რაიმე ალუზიები რეალური მაიდნის თემაზე. ძალიან სახასიათო იყო ხელისუფლების რეაქციაც- მთელი პასუხისმგებლობა ფასების ზრდაზე მან რუსეთს დააკისრა, რაც მთლიანად შეესაბამებოდა მაშინდელი ურთირთობების ფორმულას: მოსკოვი, რომელიც დარწმუნებული,ა რომ ერევანს მის გარდა ალტერნატივა არ აქვს, თვალებზე ხელაფარებული უყურებდა სომხეთში მიმდინარე განხილვებს. სომხეთის ხელისუფლება კი ნიჭიერად იყენებდა მოსკოვს არა მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის წყაროდ, არამედ როგორც ობიექტს, რომელსაც მუდამ შეიძლება დააკისრო პასუხისმგებლობა ყველაფერზე, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ სირთულეებზე. 

საკუთარ უალტერნატივობაში დარწმუნებული მოსკოვი ამაზე არ შფოთავდა. ვრდან ოსკანიანის, რობერტ ქოჩარიანის პრეზიდენტობისას საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოვიდა ცნება “კომპლემენტარიზმი” – სომხეთის საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორობა, რომელიც ფორმალურად გახსნილი იყო ყველა გლობალური მიმართულებისთვის. 

2013 წელს სომხეთი ხუთოსანი იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთახმებისთვის მომზადებაში, თუმცა საკმარისი იყო კრემლიდან თითის დაქნევა, სერჟ სარგსიანმა სექტემბრის ერთ ღამეში ევროპული ვექტორი ჩვეულ მოსკოვურზე შეცვალა.

ერევანი შეკითხვებს არ სვამს

რამდენადაც სომხეთის ამჟამინდელი ვესტერნიზაცია მრავალშრიანია, იმდენად წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, ის არის რუსეთისგან განდგომის სტრატეგია და მისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა, კვლავინდებურად, არ არის ცხადი პასუხი კითხვაზე, რა არის ვესტერნიზაციის პირველადი მიზანი: დისტანცირება რუსეთისგან თუ ვესტერნიზაცია. სწორედ ამ პასუხზეა დამოკიდებული შემდეგი მოქმედებები და აუციელებელი რეფორმები. ამ კითხვაზე პასუხის არარსებობა კი შესაბამისი მოქმედებებისგან და რეფორმების საჭიროებისგან ათავისუფლებს სომხეთს.

როგორც ქართული გამოცდილება აჩვენებს, რეალურ ვესტერინზაციას წინ უსწრებს შიდა ცვლილებები, პირველ რიგში, ადმინისტრაციული და ეკონომიკური. სწორედ ისინია გათვალისწინებული იმისთვის, რომ დაარწმუნონ დასავლელი პატნიორები ერევნის განზრახვის სერიოზულობაში და თანამშრომლობით დაინტერესებაში. თავისთავად რუსეთისგან დისტანცირება დღეს ვერ იქნება არგუმენტი იმისთვის, რომ დასავლეთმა აქტიური მოქმედებები დაიწყოს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამჭვირვალობაში ეჭვი კი აფერხებს აქტიური ნაბიჯებისგან მათ, ვინც რეალურ გადწქყვეტილებებს იღებს ინივესტიციებსა და დახმარებებზე. ამიტომაც სომხეთთან დაახლოების თემა დასავლეთში უფრო ევროპარლამენტართა და ინტელექტუალთა შორის ენთუზიაზისტების საქმეა. 

სწორედ ასეთი სიტუაციაა საფრანგეთთან დაკავშირებით, რომელსაც სომხეთი საკუთარი საგარეო პოლიტიკის ავანგარდში აყენებს. პარიზი საკუთარ ევროპულ თამაშს თამაშობს, აქვს ევროკავშირში განსაკუთრებულ პოზიციაზე პრეტენზია. ის ცდილობს უკრაინის დახმარებას, მოუწოდებს ომში მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ და ვინ იცის, შესაძლოა, ხვალ ეს ნამდვილად გახდეს დღის წესრიგის ნაწილი.

თამაში სარისკოა, თუმცა პარიზს აქამდეც გაურისკავს, როდესაც აზერბაიჯანთან საკუთარი ურთიერთობები სასწორზე დადო. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ხელისუფლება არაა წინააღმდეგი, საკუთარ მოედანზე თანასწორი წესებით ითამაშოს, განსაკუთრებით ევროპარლამენტში არასახარბიელო არჩევნებისა და ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ გამოსვლის გათვალისწინებით. ერევანი კი ყოველთვის მზადაა, ამ თამაშში სანდო პარტნიორი გახდეს. და, რა თქმა უნდა, დიასპორის ფაქტორი, რომელიც ხშირად გადაფასებულია, თუმცა, არც ზედმეტია.

მსგავსი სიმპათიებია ერევნის მიმართ დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით იქ, სადაც დიასპორის ფაქტორი საგრძნობია. ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ევროპა საკმაოდ ორაზროვან მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოცდაათი წელი მისთვის მთავარი იყო მშვიდობის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად- მაშასადამე, სტატუს-კვოს შენარჩუნება და 1994 წლის სომხეთის გამარჯვების ფიქსაცია.

2020 წელს აზერბაიჯანის გამარჯვება, გარკვეულწილად, ევროპული სტრატეგიის დამარცხება იყო, რის შესახებაც ბაქო მუდმივად საუბრობს და ამასთან, თურქეთთან ერთობლივი ძალის ცენტრის გამყარებასა და ამ კავშირში საკუთარ დამოუკიდებელ როლზე აცხადებს. შესაბამისად, ევროპა საჯარო სივრცეშიც და იქაც, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას არ უნდა ატარებდეს, ერევანს სიმპათიას უცხადებს. რეალური პოლიტიკის სივრცეში კი, განსკუთრებით უკრაინის ომის ფონზე, აზერბაიჯანისა და თურქეთის პოლიტიკური წონის გათვალისწინება უწევს.

მდგომარეობა რაღაცით აშშ-ის სიტუაციას წააგავს იმ განსხვავებით, რომ ვაშინგტონი თავს ვერ დააღწევს  დარეგულირებაში საკუთარ მონაწილეობას. უბრალოდ, პოლიტიკური წონიდან და მსხვილი რეგიონის მიმართ ინტერესიდან გამომდინარე, რომლის ნაწილიც ნელ-ნელა ხდება სამხრეთ კავკასია, უპირველეს ყოვლისა კი, აზერბაიჯანი, ვაშინგტონი კვლავინდებურად რჩება ძალად, რომელსც შეუძლია ბალანსის დაჭერა ერევნის დეკლარირებული მხარდაჭერასა და ბაქოსა და ანკარის ინტერესების გათვალისწინებას შორის. დღეს ამას მოკლებულია მოსკოვი – მას უწევს დაკმაყოფილდეს მხოლოდ მხარეების არადეკლარირეუბლი თანხმობით, არ მიიღონ მონწილეობა სომხეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირ კონტაქტებში.

ერთი სიტყვით, დასავლეთს მეტი ვერაფრის გაკეთება შეუძლია სომხეთთან შემხვედრი ნაბიჯის გადადგმის საკითხში და არც უნდა. მის ამოცანას გარკვეულწილად ამარტივებს თავად ერევანი, რომელიც არ გამოხატავს არანაირ მზაობას მის წინაშე რთული ამოცანების დასასახად.

შუალედური მარშრუტი ერევნისთვის

სომხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი სტიმული, მუხრუჭი და  მთავარი მითი ოცდაათ წელზე მეტია უსაფრთხოების საკითხი იყო. სწორედ ის იყო გადამწყვეტი მიზეზი მოსკოვზე ორიენტაციისა, რადგანაც ამ მითის შეაბამისად მხოლოდ რუსეთს შეეძლო სომხეთის დაცვა. ყოველივე ეს დროთა განმავლობაში ურთიერთობათა სისტემად ჩამოყალიბდა, რომელსაც რაიმე კავშირი უსაფრთხოებასთან არ ჰქონია. თუმცა  სტრატეგიული მოკავშირეობა, როგორც მიიჩნეოდა, სწორედ უსაფრთხოებიდან გამომდინარეობდა.

ყველაფერი, რაც ყარაბაღის კრიზისის დასრულების შემდეგ ხდება, ბევრ საკითხში, სომხეთისთვის ნიშნავს რუსეთის მიერ წითელი ხაზების  გადაკვეთას. პროპაგანდის დონეზეც კი უკვე არ აქვს აზრი სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მოსკოვის როლზე საუბარს. რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ზეწოლა  სომხეთზე დღეს საკმაოდ თეორიულად გამოიყურება – ამისთვის საჭიროა, მოსკოვმა კონტროლი დაამყაროს საქართველოზე, ან ბაქოს და ანკარას შესაბამისი მოტივაცია. ორივე რამ აბსტრაქტული შინაარსისაა. ეკონომიკური ზეწოლა უფრო კონკრეტული საკითხია. როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური კავშირები საკმაოდ მჭიდროა. თუმცა, როგორც მსგავსი ურთიერთობების პრაქტიკა აჩვენებს, საკმარისი სიმტკიცის დროს რისკები სულაც არაა ფატალური – მეტიც, მათი დაძლევა ხსნის ახალ და შესაძლოა, უფრო საინტერესო პერსპექტივებს, თუმცა, საკმაოდ შორეულს. ნებისმიერ შემთხვევაში მოსკოვი რჩება შიდაპოლიტიკური ინტრიგის ფაქტორი სომხეთში, ზოგჯერ გადაფასებული, თუმცა – გავლენიანი.

ამიტომაც ფაშინიანისთვის რუსეთ-დასავლეთის ღერძზე პოზიციონირება ბევრ რამეში გაგრძელებაა მისი საკუთარი პოლიტიკური ბედისა, რომელიც უნდა გადაწყდეს აზერბაიჯანთან  კომპრომისის ძიების პარალელურად. ორივე კითხვაზე ნაწილობრივი პასუხი ვესტერნიზაციაა.

დასავლეთი დაინტერესებულია სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების განუხლებლობაში. ბაქო ამ ინტერესს პასუხობს როგორც გამარჯვებული და მისი პირობა სომხთის მიმართ ბევრ რამეში პირობაა დასავლეთის მიმართ, რასთან დაკავშირებითაც ფაშინიანს უწევს უპასუხოს ბრიუსელის და ვაშინგტონის შესაბამის მოწოდებებს. შესაძლოა, ნაწილობრივ ამითაც აიხსნება ფაშინიანის მზაობა, პირველ რიგში, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაზე, მეორე რიგში კი, პრაქტიკულად პირველად თავისი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში, პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. რისთვისაც, სავარაუდოდ, იღებს დასავლეთის მხარდაჭერის იმ დოზას, რომელიც მას სჭირდება რუსეთთან დაშორების თემაზე შიდაპოლიტიკურ პოლემიკაში.

თუმცა ფაშინიანი ცდილობს, არ გადადგას ძალიან მკვეთრი ნაბიჯები, შესაძლოა, არა იმდენად მოსკოვის, რამდენადაც თავად ამ პოლემიკის შიშის გამო. ОДКБ-დან სომხეთის გასვლა უკვე აღარავის აშინებს, მათ შორის, იმიტომაც, რომ ამ ბლოკს მოსკოვიც აღარ მიიჩნევს სერიზოულ პოლიტიკურ პროექტად, რითაც სავარაუდოდ აიხსნება ამ მიმართულებით ფაშინიანის მამაცობა. სხვა ინტეგრაციულ პროექტებთან დაკავშირებით, სადაც ეკონომიკური ბონუსებია, ერევანი უფრო ფრთხილია. ამასთან, პოლიტიკურ მზაობას რეფორმების დაჩქარებაზე არ გამოხატავს. ერევნის ინიციატივები და დასავლეთი საპასუხო რეაქციები მოკლევადიანი მოქმედებების დეკლარაციებად დარჩება იქამდე, სანამ მოსკოვის დემარში და ფაშინიანის ხელსუფლებისთვის კონკრეტულ საფრთხე  არ დადგება.


მასალების გადაბეჭდვის წესი