ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა და დაიწვა

2 აპრილი, 2024 •
აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა და დაიწვა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღეს, 2 აპრილს, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი МИ-24 ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც მთლიანად დაიწვა.

ეკიკპაჟის სამივე წევრი გადარჩა და ისინი აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები. აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი