სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი მასზე ზეწოლას ახდენს

27 დეკემბერი, 2022 • 1672
სომხეთი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი მასზე ზეწოლას ახდენს

სომხეთის ხელისუფლება საჯაროდ პირველად აცხადებს, რომ მისი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი სომხეთზე ზეწოლას ახდენს, დაუთმოს აზერბაიჯანს საგზაო კორიდორი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც ჩამოყალიბების ეტაპზეა. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

ყარაბაღელთა საპროტესტო მარში რუსი სამშვიდობოების ბლოკპოსტამდე – ფოტორეპორტაჟი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან 13 სექტემბრის თავდასხმა, ასევე ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვა, სომხეთზე რუსეთის ზეწოლის კონტექსტში ჯდება. ასევე, გრიგორიანის თქმით, სწორედ ეს არის ბოლო დროის რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების ცხადი კრიზისის მიზეზიც.

“სომხეთი ამას ეწინაღმდეგება. მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ამას უკავშირდება 13 სექტემბრის ესკალაციაც და ძირითადად ეს არის საფუძველი ან მიზეზიც მთელი ამ კრიზისის.

რაც შეეხება საკავშირო სახელმწიფოს, ბუნებრივია, სომხეთზე ზეწოლა ხდება, და ყოველ ჯერზე, როდესაც სომხური დემოკრატია და დემოკრატიული სისტემა ამას ეწინააღმდეგება, სხვა სახის ზეწოლას იღებს სამხედრო ძალის სახით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი