სამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი, ალიევი და ერდოღანი პრაღაში

6 ოქტომბერი, 2022 • 1431
ფაშინიანი, ალიევი და ერდოღანი პრაღაში

ჩეხეთის დედაქალაქში ოთხმრივი შეხვედრა დაიწყო სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის.

შეხვედრის მთავარი საკითხი მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაა.

დღესვე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის.

ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის ამსახველ ფოტოს ფეისბუკზე გორ მადოიანი Gor Madoyan-ი ავრცელებს

ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის ამსახველ ფოტოს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი