სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი TikTok ბლოგერი თბილისში [ვიდეო]

12 დეკემბერი, 2021 •
აფხაზი TikTok ბლოგერი თბილისში [ვიდეო]

“ერთ საღამოს ვიჯექი და TikTok-ზე აფხაზებსა და ქართველებს შორის მორიგ დისკუსიას და კამათს ვადევნებდი თვალს. მერე რატომღაც, ვთქვი, რომ, აი, ჩამოვალ-მეთქი და ამ დროს ერთმა ქართველმა მითხრა, არ ჩამოხვალო. როგორ არა-მეთქი. მეორე დღეს უკვე ზუგდიდში ვიყავი. არ მკითხოთ, როგორ და რა გზებით, მთავარია, ამის სურვილი გქონდეს”, – ამბობს 26 წლის დაურ ბუავა, აფხაზი TikTok ბლოგერი, რომელიც თითქმის ორი თვეა თბილისში ცხოვრობს და აფხაზ ახალგაზრდებს თბილისიდან უყვება ამბებს.

@tarielovich78

Ответ пользователю @iosifkuhilava @shmagi.samkhar #абхазия #грузия?? #азербайджанец?????? #армения?? #украина?? #рекомендации❤️❤️ #кабард

♬ оригинальный звук – tarielovich

 

დაურ ბუავას ყოველდღიური რუტინა შედგება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობის, ბლოგების ჩაწერისა და ქართულ მედიასთან შეხვედრებისგან.

დაურ ბუავა თბილისში ახალშეძენილ მეგობართან ცხოვრობს. სწორედ ის ეხმარება დაურს ადგილობრივ ადამიანებთან შეხვედრების დაგეგმვაშიც.

“1994 წელს, კონფლიქტის მერე დავიბადე აფხაზეთში. ომი არ მინახავს, თუმცა ჩემ გარშემო ადამიანებისგან მესმოდა, რა ხდებოდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი მხარის მიერ დანახული სიმართლე. მეორე მხარის სიმართლე კი აქ გავიგე”.

დაური ამბობს, რომ ორი თვის განმავლობაში ადამიანებთან შეხვედრების დროს მის მიმართ მხოლოდ დადებით დამოკიდებულებას გრძნობს.

“აფხაზეთში ქართველების მიმართ ზოგს ნორმალური დამოკიდებულება აქვს, თუმცა არიან რადიკალურად განწყობილებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველებს ვძულვართ და ა.შ. მაგრამ მე აქ არ შემიმჩნევია ვინმეს მხრიდან ჩემ მიმართ ან ზოგადად, აფხაზების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, უფრო – პირიქით. ზუსტად ესაა სიმართლე, რომელსაც ჩემი თვალით ვხედავ. ომი არავის გვჭირდება. მშვიდობა გვინდა ადამიანებს”.

ამბობს, რომ აფხაზეთში დაბრუნებას არ ჩქარობს.

“ჯერჯერობით აქ ვიქნები, ვიმოგზაურებ და აქედან ვიმუშავებ ჩემს ბლოგებზე, სადაც იმას ვამბობ, რასაც ვხედავ და რაც სიმართლედ მიმაჩნია. იმის მიუხედავად, რომ ჩემი აქ ყოფნა და საქმიანობა იქ ბევრს არ მოსწონს და ამას მეუბნებიან საჯაროდ და სხვადასხვა ფორმით, ბევრია ისეთიც, ვინც პირადად მწერს აფხაზეთიდან და მხარდაჭერას გამოხატავს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი