სამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი და ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდებიან ერთმანეთს – შარლ მიშელი

20 ნოემბერი, 2021 •
ალიევი და ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდებიან ერთმანეთს – შარლ მიშელი

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ლიდერებთან 19 ნოემბერს სატელეფონო საუბრების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შედგება.

უშუალოდ შეხვედრის თარიღი დასახელებული არ არის, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 15 დეკემბერსაა ჩანიშნული.

„ლიდერები დათანხმდნენ ბრიუსელში შეხვედრაზე, რათა განიხილონ რეგიონული სიტუაცია და დაძაბულობის მოხსნის გზები აყვავებული და სტაბილური სამხრეთ კავკასიისთვის, რასაც ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს“, – წერია მიშელის განცხადებაში.

შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრებისას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ შექმნან პირდაპირი კომუნიკაციის ხაზი – ინციდენტების პრევენციის მექანიზმის – თავდაცვის მინისტრების დონეზე.

2020 წლის ყარაბაღის ომიდან ერთი წლის შემდეგ სომხეთი და ზერბაიჯანი ერთმანეთს ყველაზე მასშტაბურად დაუპირისპირდნენ.

საზღვარზე მიმდინარე უახლესი ბრძოლების შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარეებმა დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ პირველი ოფიციალური ცნობები გაავრცელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი