სამხრეთ კავკასიის ამბები

გარდასილი –  როდესაც ვაქცინას კიბოზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ

9 იანვარი, 2018 • 4163
გარდასილი –  როდესაც ვაქცინას კიბოზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ

მარიამ მუგდუსიანი სომხეთიდან

გამოხმაურებები სოციალურ ქსელებში

“მე უარი ვთქვი ჩემი შვილის საშვილოსნოს ყელის ვაქცინაციაზე. ვფიქრობ, ვაქცინა არ იმსახურებას ნდობას და შეუძლია სხვა დაავადებების გამოწვევა. თან იქნებ სულაც არ ემართება რომ ჩემს შვილს კიბო”, – ამბობს ანა ოვანისიანი.

მას ცამეტი წლის შვილი ჰყავს, შემოთავაზებული პროგრამის შესაბამისად, საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ ვაქცინაცია ეკუთვნის. ვაქცინის მიმართ უნდობლობა კი, მისი თქმით, იმის გამო მოხდა, რომ ეს თემა ფართოდ განიხილება სოციალურ ქსელებში, საზოგადოება აქტიურად განიხილავს, რანდენად უსაფრთხოა ვაქცინა.

პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკისთავისაა, სომხეთში საზოგადოებამ ცალსახად დადებითად არ მიიღო. მეტიც, 18 დეკემბერს, ეროვნული კრების დეპუტატმა ნაირა ზოგრაბიანმა საპარლამენტი დისკუსიებისა და განხილვების – “პაპოლომა ვირუსის ვაქცინა სომხეთში” დროს განაცხადა: შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მათ რომელიღაც მესამე ტომის ხალხზე სურთ ტესტირების დასრულება და შედეგების ნახვა”.

პროგრამის მიმართ კრიტიკული სტატიები გამოქვეყნდა სომხურენოვან პუბლიკაციებშიც, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ვაქცინის მიმართ უნდობლობას.

სახელმწიფო პოლიტიკა

საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად, სომხეთში ჯანდაცვის ორგანიზაციების თანამშრომლებმა საკუთარი შვილები აცრეს. ამავე დროს, პასუხისმგებელი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ვაქცინა გარდასილი სრულიად უსაფრთხოა და ზოგიერთის უნდობლობის მიუხედავად, უკვე 100-ზე მეტი პირი აიცრა.

“29 დეკემბრის მონაცემებით, უკვე 150 ბავშვი აცრეს”, – ამბობს გაიანე სააკიანი, იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელი. ის განმარტავს, რომ ნეგატიური დამოკიდებულება ვაქცინის მიმართ სოციალურ მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს 270,000 საშვილოსნოს ყელის კიბოთი იყო გამოწვეული სიკვდილიდან დაახლოებით 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.  გლობალური მასშტაბით,  საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოწვეული სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლის შემცირება მხოლოდ კომპლექსური მიდგომითაა შესაძლებელი, რომელიც მოიცავს ადრეულ დიაგნოსტიკას, ეფექტურ სკრინინგსა და სამკურნალო პროგრამებს. ამასთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს თანამედროვე ვაქცინაციებს საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკისთვის.

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი HPV – ადამიანის პაპილომა ვირუსით დაინფიცირება შეიძლება კანიდან კანზე შეხებითაც მოხდეს, თუმცა, ყველაზე ხშირად სქესობრივი კონტაქტით გადადის.

გლობალური ალიანსის Global Alliance (GAV) შემოთავაზებული პროექტით სომხეთს ვაქცინაციები ამ ვირუსის პროფილაქტიკისთვის 2017 წლის სექტემბერში უნდა დაეწყო, თუმცა საზოგადოების შესაბამისად მოსამზადებლად, პროგრამა გადაიდო.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყოველწლიურად სომხეთში დაახლოებით 250 ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს უსვავენ.  გაიანე სააკიანის თქმით, ამ მიზეზით, ყოველწლიურად, დაახლოებით 120 სიკვდილის შემთხვევაა რეგისტრირებული. საშვილოსნოს ყელის კიბო მეორეა ყველაზე გავრცელებული ძუძუს კიბოს შემდეგ.

საერთაშორისო მონაცემები

ადამიანის პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპიდან სულ მცირე 13-ს შეუძლია საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა. რამდენდაც ამ ტიპის ვირუსი სქესის შესაბამისად გადაიცემა, გოგონები პირველ სქესობრივ აქტამდე იცრებიან. სომხეთში, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში გოგონებს ამ ვირუსის წინააღმდეგ 13 წლიდან ცრიან.

გაიანე სააკიანი აღნიშნავს, რომ ეს ასაკი არის ყველაზე შესაბამისი ვაქცინაციისთვის რანდენდაც ორგანიზმი უფრო მეტად ითვისებს,  ვიდრე უფრო მაღალ ასაკში, როდესაც მესამე დოზის საჭიროება ხდება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს 95% იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაქცინაციით საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვა შესაძლებელი ხდება. 70-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე დანერგა ეს პროგრამა. მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, აშშ-მ და ნიდერლამდებმა.

სომხეთმა ვაქცინები ორგანიზაცია global vaccin Alliance-ს დახმარებით შეიძინა. პროგრამა 2 წელს ითვალისწინებს. შესაბამისად, ქვეყანა შემდეგ სახელმწიფო ხარჯებით შეისყიდის ამ ვაქცინას. ერთი დოზის ღიებულება 4.5 აშშ დოლარს შეადგენს. სულ ორი დოზაა საჭირო.

რატომ გარდასილი?

უნდა აღინიშნოს რომ კერძო სექტორში სომხეთში უკე რამდენიმე წლია გამოიყენება ვაქცინა სახელწოდებით Cervarex, რომელიც 45 000 [95$] ღირს. ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთში 1000-ზე მეტი ქალი აიცრა ამ ვაქცინით. რატომ გარდასილი? იმიტომ რომ ფასშია სხვაობა და შესაბამისად, ხარისხში?

გაიანე სააკიანი ამბობს, გარდასილს მეტი დამცველი ფუნქცია აქვს, ვიდრე Cervarex , შესაბამისად, სომხეთმა ის უფრო მაღალი დაცულობის გამო აირჩია.

“უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო ნდობას არ იწვევს ხოლმე, თუცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო კარგ საქმეს აკეთებს და ეს უნდა ვაღიაროთ”, – ამბობს გინეკოლოგი ვაგე ტერ მინასიანი.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ იმ ხალხს, რომლებიც არ ენდობიან ვაქცინას, არ გააჩნიათ მეცნიერული საფუძველი, ასე იფიქრონ. ყველა მათი კრიტიკა მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებულია.

“არ არსებობს სერიოზული ექიმი ან მკვლევარი, რომელიც იტყვის რომ გარდასილი იწვევას უშვილობას ან რაიმე დაავადებას. გვერდითი მოვლენები კი, შეიძლება ნებისმიერ ვაქცინაციას ჰქონდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი