სამხრეთ კავკასიის ამბები

ბოლშევიკური დავები კავკასიაში კვლავაც სახეზეა

1 დეკემბერი, 2017 • 1264
ბოლშევიკური დავები კავკასიაში კვლავაც სახეზეა

თომას დე ვაალი. სტატია სათაურით Bolshevik Squabbles Still Shape the Caucasus eurasianet.org-ზე დაიბეჭდა.

ლეონის გამზირის ბოლოში, აფხაზეთის დედაქალაქში – ქალაქში, რომელსაც მეოცე საუკუნის სასტიკი პოლიტიკის გამო სხვადასხვანაირად – სუხუმ, სუხუმი ან სოხუმი ჰქვია – ელეგანტური თეთრი სასტუმრო რიწა დგას, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს.

ქუჩას სახელი შუასაუკუნეებში მცხოვრები მეფე ლეონის, აფხაზეთში სამეფო დინასტიის ფუძემდებლის საპატივსაცემოდ დაერქვა. თუმცა, გეპატიებათ, თუ ფიქრობთ, რომ სახელი სასტუმროს ყველაზე ცნობილი სტუმრის ლეონ ტროცკის გამო ჰქვია. 1925 წელს, მაშინ სასტუმრო სან რემოს პირველი სართულის აივანზე, აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე ავიაკატასტროფაში დაღუპული სამი ბოლშევიკი თანამებრძოლის დაკრძალვის ცერემონიაზე ტროცკიმ სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა.

ერთი წლით ადრე, ტროცკიმ ამავე ქალაქში ლენინის გარდაცვალებაზე წარმოთქვა სამგლოვიარო სიტყვა. ეს გამოსვლა მეტნაკლებად მის ცხოვრებაზე აისახა. ის აფხაზეთში 1924 წლის აპრილამდე დარჩა, ამ დროისათვის მას მოსკოვში მემკვიდრეობისთვის რბოლა სტალინთან წაგებული ჰქონდა.

ამიერკავკასია ბოლშევიკი ლიდერებისთვის პერიფერიული მიწა არ იყო. მათ ეს კარგად ესმოდათ. რამდენიმე მათგანისთვის ის სამშობლო იყო, მაგალითად სტალინისთვის, სერგო ორჯონიკიძისთვისა და ანასტას მკოიანისთვის. ეს იყო ადგილი სადაც სხვები, ტროცკის ჩათვლით, დასასვენებლად და რეკუპაციისთვის ჩადიოდნენ. მათთვის წარმოუდგენელი იყო, რევოლუცია მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაში ყოფილიყო. კავკასია ასევე მათ გეგმებში ეწერა.

მას შემდეგ რაც წითელმა არმიამ 1920-21 წლებში რეგიონი დაიპყრო, სამხრეთ  კავკასია მათი პოლიტიკური ბრძოლისა და ეროვნების პოლიტიკის ტესტირების ადგილი გახდა. ლენინი და სტალინი მათი 1922 წლის “ქართული საქმეებით” ცნობილი გახდნენ. სტალინმა ეროვნული ნაციონალიზმის გამტარებელი წამყვანი ქართველი ბოლშევიკები ამიეკავკასიის რესპუბლიკაში საქართველოს გაწევრიანების ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ლენინი სტალინს “დიდ რუსულ შოვინიზმსა” და ქართველების ანტაგონისტებად გამოყვანაში ადანაშაულებდა.

ტროცკის, თავის მხრივ, სძულდა სტალინი და ადანაშაულებდა ქართველ ნაციონალისტებს. 1922 წელს გამოქვეყნებულ პამფლეტში, იმპერიალიზმსა და რევოლუციის შუა, მან დაგმო ისინი, ვინც მხარს უჭერდა, ვისაც საქართველოში წითელი არმიის დამხმობ ფსევდო-მარქსისტ მენშევიკურ რესპუბლიკა უწოდა. მან მენშევიკები აფხაზებისა და ოსების წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებაშიც დაადანაშაულა.

ანტი-ქართული სენტიმენტების მიუხედავად, იგი ადგილობრივ ბოლშევიკთა ლიდერ, ნესტორ ლაკობას აფხაზეთის რესპუბლიკის 1925 წლის კონსტიტუციის პროექტის შექმნაში დაეხმარა. რამაც აფხაზეთი უფრო მეტი ავტონომიური უფლებების მქონე რესპუბლიკად აქცია, ვიდრე საქართველო – აფხაზეთმა სტატუსი 1931 წელს დაკარგა, ხოლო 1992 წელს ის ხელახლა მოითხოვა.

ბოლშევიკურ ლიდერებს შორის დაპირისპირებები 1921-1925 წლებში, ჩამოყალიბებულ პოლიტიკას ქმნიდა, რომელიც სსრკ-ს ეთნო-ტერიტორიული მშენებლობისთვის განკუთვნილი შაბლონის შექმნას ითვალისწინებდა, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მათი უთანხმოებები ერთ-ერთი შემახსენებელია იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში არ არის “ბოლშევიკური ისტორია”.

მე ვთხოვე აფხაზეთის წამყვან ისტორიკოს, სტანისლავ ლაკობას, ყოფილი ბოლშევიკი ლიდერის ნათესავს, ადრეული ბოლშევიკური პერიოდის სამხრეთ კავკასია დაეხასიათებინა. 1920-იანი წლებისთვის, მან თქვა, რომ ბევრისთვისაა მადლობელი.

“ჩვენთან განსხვავებულად იყო, ბუმი გვქონდა” – ამბობს ლაკობა. მისი თქმით, კავკასიის გასაბჭოება 1920-1921 წლებში კარგად დაემთხვა, უფრო გვიან ვიდრე რუსეთში, რადგან ლენინის ახალი ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში კერძო ვაჭრობა შემწყნარებლური იყო. აფხაზეთის შემთხვევაში, ამან თამბაქოს ვაჭრობის აყვავებას ბიძგი მისცა.

წითელმა არმიამ დაამარცხა – ძალიან არასრულყოფილი – დემოკრატიულ ეროვნული რესპუბლიკა რეგიონში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ ჰქონდათ. ბოლშევიკებმა სამხრეთ კავკასიაში ხუთ წლიან შიდა ეთნო კონფლიქტს მოუღეს ბოლო. 1922 წელს დაწერილ პამფლეტში, ტროცკი მიესალმება ამ მიღწევას. წითელმა არმიამ რეგიონში, მუშათა კლასის სახელით, აფხაზეთში, ოსეთში, ყარაბაღსა და აჭარაშიც კი  კონფლიქტები სასტიკად ამოძირკვა.

“საბჭოთა ძალამ მშვიდობიანი და ეროვნული კავშირი შექმნა [ხალხთა შორის]” – წერდა ტროცკი. “საბჭოთა არჩევნებზე ბაქოსა და თბილისის მუშებმა თათარი, სომეხი ან ქართველი აირჩიეს, მიუხედავად მათი ეროვნებისა. ტრანს-კავკასიაში მუსლიმური, სომხური, ქართული და რუსული წითელი ჯარისკაცები ერთად ცხოვრობენ. ისინი დაკავშირებულნი არიან რწმენით, რომ ერთნი არიან და არ არსებობს ძალა, რომელიც მათ ერთმანეთის წინააღმდეგ წაიყვანს”, – წერდა ის.

ათი წლის შემდეგ, რეგიონის მცხოვრებლებმა, აფხაზეთის მკვიდრი სისხლისმსმელი ლავრენტი ბერიას საშინელი ტერორის ძალა გაიზიარეს. თითქმის მთელი ბოლშევიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის ნესტორ ლაკობა და აფხაზეთის ინტელიგენციის დიდი ნაწილი დაიღუპა.

ამიტომ აქ, არა ერთი, არამედ რამდენიმე საბჭოთა პერიოდი იყო. 1991 წლის შემდგომი ნარატივი, რომ საბჭოთა კავშირი უბრალოდ რუსეთის იმპერია ll იყო – მარტივი ნათქვამია. ბოლშევიკებმა არა მარტო რუსიფიკაცია, არამედ ეროვნული იდენტობის გაღრმავებაც შეძლეს.  მათ არა მარტო ომი და მშვიდობა, არამედ ემანსიპაცია და ყმობაც მოიტანეს.

როგორც რევოლუციონერთა უმეტესობამ, მათაც შეუქცევადი ცვლილებები განახორციელეს, რომლებიც ახლაც იგრძნობა. ბოლშევიკებმა ამიერკავკასიის სამი საერთაშორისო ქვეყნის საზღვრები დაადგინეს, ასევე დე ფაქტო აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებიც. მათ ამგვარად კონფლიქტის ფორმა, რომელმაც 1988 წლიდან რეგიონი დაყო, განსაზღვრეს – თუმცა, გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ეს მათ შექმნეს.

ბოლშევიკებმა ძველი რელიგიური პრაქტიკა გაანადგურეს და შედარებით საერო კულტურა შექმნეს, რომელიც რეგიონის დიდ ქალაქებში დღემდე შენარჩუნებულია. ისინი ისეთ დიდ  ჯგუფებს დევნიდნენ, როგორიცაა ურბანული საშუალო კლასები, ან მოგვიანებით საქართველოს თურქ მესხები. დააგეს გზები და ააშენეს პირველი უნივერსიტეტები და დიდი ქარხნები რეგიონში.

ოქტომბრის რევოლუციიდან ერთი საუკუნის შემდეგაც კი, ამიერკავკასიის ხალხს საბჭოთა მემკვიდრეობა შერჩა. არავის არ სურს საბჭოთა დროის დაბრუნება, მაგრამ ყველა იქიდან მოდის. იქნებ ისტორიკოსების მომავალმა თაობამ შეძლონ რეგიონში არსებული წინააღმდეგობების გარკვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი