სამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულების თარიღი გადაიდო

27 დეკემბერი, 2016 • 1963
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულების თარიღი გადაიდო

თურქეთი დათქმულ ვადებში ვერ ჩაეტია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა საკუთარ, 76 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე რომ დაასრულოს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მშენებლობის დასრულების სავარაუდო ვადად 2017 წლის პირველი კვარტალი დაასახელა. ამის შესახებ abc.az საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

“სამწუხარია, რომ თურქეთმა ვერ შეძლო 2016 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულება. თუმცა ახალი ვადები, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ დააწესა, შესაძლებლობას იძლევა, რკინიგზის კომერციული ექსპლუატაცია უკვე 2017 წელს დაიწყოს”, – განუცახდეს გამოცემა abc.az-ს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და მისი დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი