სამხრეთ კავკასიის ამბები

რეპეტიტორები და მისაღები გამოცდები აზერბაიჯანში

24 ივლისი, 2016 • 2150
რეპეტიტორები და მისაღები გამოცდები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად საჭირო ტესტების ჩასაბარებლად, წლიდან წლამდე რეპეტიტორებზე მოთხოვნა და ფასები იზრდება.

15 ივლისს აზერბაიჯანში მისაღები გამოცდები დაიწყო. ქვეყანაში მისაღები გამოცდების სისტემა საკმაოდ ბუნდოვანია. ყოველწლიურად მასში გარკვევა სულ უფრო რთულდება. განათლების სისტემაში რეფორმების დრო დიდი ხანია მომწიფდა. მათ ჯერ კიდევ 2013 წლის გაზაფხულზე ელოდნენ, როდესაც განათლების მინისტრად მოულოდნელად ახალგაზრდა, ამბიციური მიკაელ ჯაბაროვი დანიშნეს. ამის მიუხედავად, მისაღები გამოცდების სისტემის რეფორმა არ დაწყებულა.

აზერბაიჯანში მისაღები გამოცდები რამდენიმე ჯგუფად, სპეციალობების [ტექნიკური, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, და სპეციალობები, რომლებიც განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს, მაგალითად, ჟურნალისტიკა, რომელიც გასაუბრებასაც ითვალისწინებს] მიხედვით ბარდება. მისაღები გამოცდები ყველა ჯგუფში ტესტური სისტემით მიმდინარეობს. აბიტურიენტემა 3 საათში, 5 საგანში 125 კითხვას უნდა უპასუხონ. ქულების რაოდენობა 0-700-მდეა. კონკრეტული სპეციალობის არჩევა კი უკვე შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება. ეს პროცესი 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე გრძელდება. 15-დან 19 აგვისტომდე კი დარჩენილ ადგილებზე სპეციალობის არჩევა ხდება. იმათთვის, ვინც სკოლა წინა წლებში დაამთავრა, მისაღები გამოცდები კიდევ ცალკე ეტაპად ტარდება.

“მისაღები გამოცდები უნივერსიტეტებში სოციალიზმის გადმონაშთია. არ გვიჭრდება არანაირი მისაღები გამოცდები. საჭიროა რეგისტრაციების სისტემაზე გადასვლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტებმა თავად უნდა აირჩიონ უმაღლესი სასწავლებლები და პირდაპირ მათ უკავშირდებოდნენ. აზერბაიჯანისთვის აუცილებელია მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება – მიიჩნევს აზერბაიჯანის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, განათლების საკითხების სპეციალისტი შახლარ აკსეროვი.

როგორ ემზადებიან სტუდენტები?

აზერბაიჯანში დიდი ხანია დამკვიდრდა დაუწერელი კანონი – იმისთვის, რომ უმაღლესში ჩააბარო, დამატებითი მეცადინეობა რეპეტიტორთან აუცილებელია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეპეტიტორთა სისტემა ქვეყანაში კარგად არის განვითარებული, თუმცა წლებთან ერთად დამახინჯებულ ფორმას იღებს.

მეორე მხრივ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საშუალო განათლება სკოლებში მაღალი არ არის – მოსწავლეები სკოლაში არ იღებენ განათლებას და რეპეტიტორების იმედი აქვთ. მაგალითად, მშობლებს ჩაბარებამდე მინიმუმ 2-3 წლით ადრე მიჰყავთ შვილები რეპეტიტორებთან. დაახლოებით 10 წლის წინ მიიჩნეოდა, რომ რეპეტიტორთან ერთი წლის განმავლობაში მომზადება , მაქსიმუმი იყო.

17 წლის სარდარი ამ წელს მეორე ჯგუფის სპეციალობებზე [ჰუმანიტარული] აბარებს. სარდარი ამბონს, რომ მის კლასში ყველა, ვისაც ჩაბარება სურს, რეპეტიტორთან 2-3 წელია ემზადება. თავად სარდარი უკვე მეორე წლია 5 რეპეტიტორთან დადის. თუმცა ინდივიდულურად არც ერთთან არ ემზადება. მის რეპეტიტორს მათემატიკის საგანში ერთ გაკვეთილზე 8 მოსწავლე ჰყავს, გეოგრაფიას – 7, აზერბაიჯანული ენის რეპეტიტორს – 9. სარდარი ამბობს, რომ თვეში თითოეული რეპეტიტორი მოსწავლისგან საშუალოდ 50-60 აზერბაიჯანულ მანათს [32-38 აშშ დოლარი] იღებს.

უფრო იაფად რეპეტიტორის შოვნა არარეალურა. ინდივიდუალური მომზადება რეპეტიტორთან ორჯერ მეტი ღირს. ამგვარად, რეპეტიტორის გაკვეთილი, რომელიც 10-15 წელის წინ ინდივიდუალურ მომზადებას ან მაქსიმუმ 2-3 მოსწავლის მეცადინეობას ითვალისწინებდა და ორჯერ ნაკლებიც ღირდა, ახლა მინიკლასებად არის ქცეული.

მხოლოდ 8 გაკვეთილის ჩატარებით ერთ ჯგუფში რეპეტიტორი ბევრად მეტ ფულს შოულობს, ვიდრე ერთ თვეში სკოლაში.

სკოლაში საშუალო განათლების დაბალი დონე რეპეტიტორებზე მოთხოვნას ზრდის. ისმევა შემხვედრი კითხვა, რატომ სჭირდება პედაგოგს, რომელიც თვეში საშუალოდ 200 მანათს [129 აშშ დოლარს] იღებს, ხარისხიანი განათლების მიწოდება სკოლაშივე და ინდივიდუალურ მოსწავლეებზე უარის თქმა?

საბოლოო ჯამში, მშობლები, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი აზერბაიჯანში 460 მანათია [296 აშშ დოლარი], 2-3 წლის განმავლობაში ყოველთვე რეპეტიტორებს 250-300 მანათს [161-200 აშშ დოლარს] უხდიან.

გასაგებია ისიც, რომ ფულის გადახდა ყველას არ შეუძლია. 17 წლის აიშანი მომავალში ჟურნალისტობაზე ოცნებობს. გოგონა რეპეტიტორებთან არ დადის, თავად ემზდება გამოცდებისთვის. აიშანი აღიარებს, რომ ამ წელს ჩაბარების იმედი არ აქვს, რადგან მომზადების გარეშე მაღალი ქულების მიღების შანსი ნაკლებია.

იდეალურ ვარიანტად აიშანი დაუსწრებელი ფორმით სწავლებაზე ჩაბარებას განიხილავს, ასეთ შემთხვევაში მას შესაძლებლობა ექნება იმუშაოს და სწავლის საფასური გადაიხადოს. აიშანის შემთხვევაში, მისაღები გამოცდის გარდა, ჟურნალისტიკის სპეციალობაში უნდა ჩააბაროს გამოცდა, რომელიც “განსაკუთრებულ უნარებს” მოითხოვს, რაც სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებას ითვალისწინებს.

“რეპეტიტორობა – ეს არის მისაღები გამოცდების თანმდევი პროცესი. თუკი მას [მისაღებ გამოცდებს] გააუქმებ, აღარანაირი რეპეტიტორი არ იქნება საჭირო. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ახალგაზრდების დაახლოებით 90% მისაღები გამოცდების გარეშე აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში. ეს შეიძლება იყოს გასაუბრება, – ამბობს განათლების სპეციალისტი შახლარ ასკეროვი.

სტატისტიკა

“მიმდინარე, 2016 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 84 589 მოსწავლემ ჩააბარა, წინა წელს კი 32 276 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, უნივერსიტეტში დაახლოებით 38% აბარებს ”, -ამბობს შახლარ ასკეროვი.

აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში ყველაზე ბევრი ადგილი ტექნიკური სპეციალობებისთვისაა განკუთვნილი – 31,24%, ჰუმანიტარული – 30,06%, ეკონომიური – 24,55% და ა.შ. ტრადიციულად, ყველაზე ბევრი მსურველი ტექნიკური სპეციალობების ჯგუფს ჰყავს. ისინი, ვინც ნავთობის სფეროში მიდიან, სწორედ ამ ჯგუფს განეკუთვნებიან. მაგალითად, წინა წელს განცხადებების რაოდენობა აქ 35 169 იყო, თუმცა, ჩაბარება 10 044-მა შეძლო.

აზერბაიჯანში განათლების მიღება, როგორც აზერბაიჯანულ, ასევე რუსულ ენაზეა შესაძლებელი. რუსული სექტორის აბიტურიეტბმა მისაღებ გამოცდებამდე ჯერ აზერბაიჯანულ ენის გამოცდა უნდა ჩააბარონ. აბიტურიენტთა 89% აზერბაიჯანულ სექტორზე, 11% – რუსულ სექტორზე აბარებს.

წინა წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველთა [მათ შორის ისინი, ვისაც სკოლა წინა წლებში აქვს დამთავრებული] რეგისტრაცია 93 1160-მა გაიარა, მათგან 52,8 % [ 49 163] ბიჭია, 47,2% (43 953) – გოგო, რაც პრინციპში შეესაბამება ქვეყანაში გენდერულ სურათს. თუმცა ეს თანაფარდობა იცვლება სექტორების მიხედვით. აზერბაიჯანულ სექტორზე უმრავლესობა ბიჭი – 53,24% აბარებს, მაშინ როდესაც რუსულ სექტორზე [52,06%] უფრო მეტი გოგოა.

ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია მიიჩნევა. აქ ჩასაბარებლად აბიტურიენტმა 600 ქულაზე ნაკლები არ უნდა დააგროვოს. აღნიშნულ აკადემიაში სწავლების დონე ყველაზე მაღალია აზერბაიჯანში. პრესტიჟულობის კუთხით შემდეგ ადგილებზეა ბაქოს სახელმწიფო უნივერსისტეტი, ნავთობის სახელმწიფო აკადემია და კერძო უნივერსიტეტი “კავკასია. ყველაზე მეტ სტუდენტს ყოველწლურად ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იღებს [დაახლოებით 5000 ადგილი].

რა ღირს სწავლა აზერბაიჯანში?

აზერბაიჯანში, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად,  150 ათასი სტუდენტია, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა 70% ფასიანზეა, კერძო სასწავლებლებში სწავლის გადასახადს სტუდენტთა 83% იხდის.

მინიმალური გადასახადი [მაგალითად, არც ისე პოპულარულ ფაკულტეტებზე “რუსული ენა”, “რუსულ-გერმანული”, “რუსულ-ფრანგული”] წელიწადში 1000 მანათია [645 აშშ დოლარია]. ფასები ფაკულტეტების შესაბამისად იცვლება. მაგალითად, დიპლომატიურ აკადემიაში “სახელმწიფო და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე”, “საერთაშორისო ურთიერთობებზე” სწავლა წელიწადში 4800 მანათი [3100 აშშ დოლარი] ღირს. პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო მართვის აკადემიაში პოლიტოლოგიაზე – 2500 მანათი [1600 აშშ დოლარი]. ნავთობის სექტორზე 1600-1800 მანათი [1000-1160 დოლარი] . ჟურნალისტიკა- 1800 მანათი (1160 დოლარი).

მასალების გადაბეჭდვის წესი