სამხრეთ კავკასიის ამბები

მიგრაციის სამსახურმა აფხაზეთში მყოფი 200 პირის დოკუმენტები შეამოწმა

28 აპრილი, 2016 • 1349
მიგრაციის სამსახურმა აფხაზეთში მყოფი 200 პირის დოკუმენტები შეამოწმა

მიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, გეგმიური “რეიდების” ფარგლებში, აფხაზეთში 200 ადამიანს შეუმოწმეს საბუთები. მათ, ვისაც დოკუმენტები წესრიგში ჰქონდათ, გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენები კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდებიან. ინფორმაციას sputnik abkhazia ავრცელებს.

“ეს გეგმიური შემოწმებაა. საკურორტო სეზონის დასაწყისში ამგვარ შემოწმებას თვეში ორჯერ ჩავატარებთ. პირველ აპრილს ძალაში შევიდა კანონი იმ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფოობას არ აღიარებენ. ამგვარი ქვეყნებიდან წამოსული შრომითი მიგრანტები ვალდებულნი არიან ვიზა ჰქონდეთ. ეს რეიდები საინფორმაციო ხასიათისაცაა, ვაკავებთ, ვამოწმებთ დოკუმენტებს და ვუხსნით, თუ როგორ უნდა მიიღონ ვიზა”,- ამბობს ასტამურ ტრაფში, აფხაზეთის მიიგრაციის სამსახურის ოჩამჩირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

1018065051

აფხაზეთის მიგრაციის სამსახური დოკუმენტებს ამოწმებს. ფოტო – sputnik abkhazia

აფხაზეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვნელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბგანბას განცხადებით, 2016 წლის იანვრიდან აფხაზეთში მუშაობის 2 373 ნებართვა გასცეს. მისივე თქმით, ერთჯერადი სამთვიანი სამუშაო ვიზა 1000 რუბლი ღირს, ექვსთვიანი- 3 000 რუბლი, ერთწლიანი კი- 5 000 რუბლი.

მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანლის, ალექსანდრ აჯინჯალის განცხადებით, საემიგრაციო სამსახურმა 2015 წელს სხვადასხვა მიზეზით აფხაზეთიდან 27 პირი გააძევა. 2016 წელს კი- 3 ადამიანი, რომლებიც დაავადება შიდსის მატარებლები იყვნენ.

“ჩვენ არ ვაძევებთ B ან C ჰეატიტის ვირუსის მატარებლებს, უბრალოდ, მათ დოკუმენტებში შესაბამის შტამპია, რომლის მიხედვითაც სარესტორნო მომსახურეობის სფეროში მუშაობა არ შეუძლიათ”, –ამბობს მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანლი.

აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 1 თებერვალს ” აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის” შესახებ კანონს მოაწერა ხელი. კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აფხაზეთში დროებითი ცხოვრების ნებართვის მისაღებად უნდა წარმოადგინონ სამედიცინო ცნობა იმის შესახებ, რომ აივ ინფექციით გამოწვეული დაავადების მატარებლები არ არიან. კანონის მეცხრე მუხლის მეცამეტე თავი ამბობს, რომ დროებითი ბინადრობის გაცემაზე უარს ეტყვიან ან არსებულ ნებართვას გააუქმებენ.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი