სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი: მონტენეგროში თბილისის ანტიაფხაზური ქმედება IPRM-ის პროცესზე აისახება

25 აპრილი, 2016 • 1447
სოხუმი: მონტენეგროში თბილისის ანტიაფხაზური ქმედება IPRM-ის პროცესზე აისახება

აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ოფიციალური განცხადებით ეხმაურება მონტენეგროში ქართული მხარის მოთხოვნით საერთაშორისო ტურისტული გამოფენიდან აფხაზური ექსპოზიციის დაშლას.

აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსგავსი ქმედებები, რომლებიც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული, რეაგირების გარეშე არ დარჩება და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების პროცესზე გავლენას იქონიებს.

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ანტიაფხაზური საქმიანობა და ყურადღება გაამახვილოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირებაზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში”, – წერია უწყების განცხდებაში.

აქვე ნათქვამია, რომ აფხაზეთის საგარეო უწყება მონტენეგროს არამეგობრული ქმედების გამო სამართლებრივი რეაგირების საკითხს განიხილავს.

მონტენეგროში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Metubes აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი