ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთს კიდევ ერთი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დატოვება აიძულეს

23 აპრილი, 2016 • 1367
აფხაზეთს კიდევ ერთი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დატოვება აიძულეს

მონტენეგროში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Metubes აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

როგორც გამოფენაში მონაწილე აფხაზური მხარის წარმომადგენელი, თამარ მირცხულავა წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, აქამდეც ბევრი შემთხვევა არსებობდა, როდესაც თბილისის პოლიტიკის გამო აფხაზეთს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქმე იქამდე მივიდა, რომ აფხაზეთის ექსპოზიცია დაშალეს.

აღნიშნული ფაქტი, მირცხულავას თქმით, გამოფენის მეორე დღეს მოხდა, როდესაც აფხაზეთის სტენდთან სამართალდამცავები მივიდნენ და მონტენეგროს მთავრობის სახელით აფხაზეთს საგამოფენო კომპლექსის დატოვება აიძულეს.

ამის მიუხედავად, როგორც აფხაზური მხარის წარმომადგენელი ამბობს, აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, გამოფენის ტურისტულ კატალოგში მაინც შევიდა.

13087826_856518161138306_6069207449554945146_n

“აფხაზეთის რესპუბლიკა შემდგარი სახელმწიფოა და მისი საერთაშორისო პოზიციები, საქართველოს წინააღმდეგობის მიუხედავად, გამყარდება. 21-ე საუკუნეში “ბერლინის ახალი” კედლების აშენება ხალხს შორის – არაკეთილშობილი საქციელია”, – წერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი