სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე მორატორიუმს მხარი არ დაუჭირეს

21 აპრილი, 2016 • 1538
სოხუმში უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე მორატორიუმს მხარი არ დაუჭირეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დღეს, 21 აპრილს უცხოელებისთვის უძრავი ქონების გაყიდვაზე მორატორიუმის მიღების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

დარეგისტრირებული 34 დეპუტატიდან აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 15-მა დეპუტატმა არ დაუჭირა, მომხრე მხოლოდ 10 დეპუტატი იყო, დანარჩენებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

კენჭისყრის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ზოგიერთი დეპუტატის მსგავსად, უცხოელებისთვის უძრავი ქონების გაყიდვას ეწინააღმდეგებიან.

“მორატორიუმში საუბარი არ არის იმის შესახებ, რომ უცხოელებს არასოდეს ექნებათ აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენის უფლება. წერია ის, რომ აფხაზეთში არ არსებობს ისეთი კანონები, რომელთა გარეშეც უცხოელებზე უძრავ ქონებას გაყიდი”, -განაცხადა დეპუტატმა ალმას ჯაპუამ, რომელიც ერთ-ერთია იმ პარლამენტარებს შორის, ვინც უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას ეწინააღმდეგება. ალმას ჯაპუას კუთვნილი ავტომობილი რამდენიმე დღის წინ სოხუმის ცენტრში აფეთქდა. აღნიშნულ ფაქტს ბევრი სწორედ ჯაპუას საქმიანობას უკავშირებს.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვის შესახებ, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში დეპუტატმა სერგეი შამბამ შეიტანა, და რომელსაც ცალკეული დეპუტატების გარდა, მოქალაქეების ნაწილიც აპროტესტებდა, ამ მოწვევის პარლამენტი აღარ განიხილავს. ამის შესახებ დეპუტატი თენგიზ აგრბა თავის ფეისბუკის გვერდზე წერს:

მასალების გადაბეჭდვის წესი