სამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე

12 აპრილი, 2016 • 1568
თიბილოვი: ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი რუსულ გამოცემა “იტარ-ტასთან” რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერნდუმის ჩატარების შესახებ საუბრობს.

“ეს საკითხი დიდი ხანია არსებობს, ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები ოცნებოდნენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე”, – ამბობს თიბილოვი.

თიბილოვის თქმით, “1992 წელს გამართულ რეფერენდუმზე, სადაც პრაქტიკულად 99% თანახმა იყო რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, საქართველოს მხრიდან ომის დაწყების მოლოდინმა ვერ მიგვაყვანინა საქმე ბოლომდე. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ახლაც ხალხი იტყვის “კი”-ს.

მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარების თარიღი განიხილება და სავარაუდოდ, 2016 წლის აგვისტომდე ჩატარდება.

რეფერენდუმის ჩატარების იდეა ცხინვალმა რამდენიმე თვის წინ გაახმიანა. მაშინ მოსკოვი ამ ინიციატივას გაემიჯნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი