რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს კრემლში შეხვდა. როგორც რუსული მედია წერს, მხარეებმა მრავალი ორმხრივი საკითხი განიხილეს.
რია-ნოვოსტის ცნობით, 2016 წელს ცხინვალი მოსკოვისგან სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად ფინანსური მხარდაჭერის სახით 8 მილიარდ რუბლზე [დაახლოებით 117,442 მილიონი აშშ დოლარი] მეტს მიიღებს.

