ნეტგაზეთი | პატიმრების გაცვლის ფაქტს დიდი ბრიტანეთის ელჩიც ეხმაურება პატიმრების გაცვლის ფაქტს დიდი ბრიტანეთის ელჩიც ეხმაურება – Netgazeti
RU | GE  

პატიმრების გაცვლის ფაქტს დიდი ბრიტანეთის ელჩიც ეხმაურება

“მივესალმებით თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს”, – განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა 10 მარტს ენგურის ხიდზე დაკავებული პირების განთავისუფლების პროცესის შესახებ.

“პატიმრების/დაკავებულების განთავისუფლება აჩვენებს მხარეების სურვილსმეტი იმუშაონ 1990 და 2000 წლების კონფლიქტების შემდეგ არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთი ტიპის მოქმედებებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ ამ კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობა და სხვა ამგვარი საკითხებისკენ მიმართონ ყურადღება”, – ნათქვამია მის განცხადებაში.

10 მარტს ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გათავისუფლდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი