სამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურზე თბილისსა და ცხინვალს შორის პატიმრები გაცვალეს

10 მარტი, 2016 • 1326
ენგურზე თბილისსა და ცხინვალს შორის პატიმრები გაცვალეს

sputnik abkhazia-ს ცნობით, აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე 10 მარტს საქართველოს სასამართლოს მიერ გასამართლებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და აფხაზეთის სასამართლოს მიერ გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები გაცვალეს. ოფიციალურ თბილისს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მოქალაქეების გაცვლის პროცესში აფხაზეთის საგარო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კაზბულატ ცხოვრებოვი მონაწილეობდნენ.

“საქართველოს სპეცსამსახურების მიერ სამხრეთ ოსეთის 4 მოქალაქე იქნა დაკავებული და ისინი 2005 წელს საქართველოს სასამართლომ გაასამართლა. დღევანდელი დღე სამხრეთ ოსეთის ისტორიაში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. პატიმრების სამმხრივი გაცვლის პროცესი შედგა. სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეწყალებასთან დაკავშირებულ შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერეს და ეს ღონისძიებაც შედგა”- განაცხადა ცხოვრებოვმა.

sputnik abkhazia-ს ცნობით, სამხრეთ ოსეთის 4 მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ, აფხაზეთის პრეზიდენტმა საქართველოს 8 მოქალაქე შეიწყალა. ეს ადამიანები სხვადასხვა დროს აფხაზეთის სასამართლომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გაასამართლა, ძირითადად- ჯაშუშობისთვის და დივერსიული საქმიანობისთვის. აფხაზეთის მიერ გადაცემულ პატიმრებს შორის არის დიანა შადანია, რომელიც აფხაზეთის სპეცსამსახურებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი