კომენტარი

წინააღმდეგობაში გამოხატვის თავისუფლებასთან

6 დეკემბერი, 2010 • • 1276
წინააღმდეგობაში გამოხატვის თავისუფლებასთან

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი:

,,ჩვენ მოვამზადეთ დასკვნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ  კანონპროექტზე.  ვფიქრობთ, რომ კანონპროექტში პრინციპული პრობლემაა  გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ადამიანს თავისუფლად უნდა მიეცეს საშუალება,  გამოხატოს თავისი აზრი, არამედ ასევე გულისხმობს იმას, რომ არ უნდა იყოს იძულებული, გამოხატოს რაიმე. ანუ ამ შემთხვევაში რაღაც ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებაზე ტექსტის და სურათის დართვა იძულების წესით, ვფიქრობთ, რომ წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან და არ არის მისაღები.  ეს რომ მხოლოდ ადმინისტრაციულ ოგანოებთან დაკავშირებით მომხდარიყო, ანუ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ნაწარმოებ პროდუქციაზე ყოფილიყო ეს ვალდებულება, უფრო ლოგიკური იქნებოდა. მაშინ, როდესაც ნებისმიერ კერძო სუბიექტს ვალდებულება აქვს, რომ მის მიერ გამოშვებულ ბუკლეტზე თუ ბროშურაზე სავალდებულო ტექსტი დაურთოს, ვფიქრობთ, რომ  არ არის მისაღები.

კანონპროექტიოს შექმნაში ჩართული არ ვიყავით. ეს კანონპროექტი პარლამენტიდან ელექტრონული ფოსტით მოგვივიდა და მოვამზადეთ დასკვნა. განხილვის პროცესში აუცილებლად ჩავერთვებით. დასკვნის გაგზავნას პარლამენტში ხვალ ვგეგმავთ, გაგზავნისთანავე დასკვნას ჩვენს საიტზე დავდებთ’’.

მასალების გადაბეჭდვის წესი