კომენტარი

“კატეგორიულად მიუღებელია ოროსნის კლიშეს ვინმესთვის მინიჭება”

17 ნოემბერი, 2010 •
“კატეგორიულად მიუღებელია ოროსნის კლიშეს ვინმესთვის მინიჭება”

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ადამიანისთვის ისეთი კლიშეს მინიჭება, როგორიც არის ორასონი. ის ამბობს, რომ ეს გამონათქვამი დასაგმობია. საქართველოს პრეზიდენტმა მოსწავლეების პროტესტს ოროსნების რევოლუცია უწოდა.

ომბუდსმენს ამ დრომდე განცხადება მოსწავლეების პროტესტთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არც ერთ მოსწავლეს და არც ერთ დირექტორს, რომელიც მედიასთან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, სახალხო დამცველისთვის არ მიუმართავს.

ტუღუში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არავის მიუმართავს, ომბუდსმენის ოფისი საკითხის შესწავლაზე მუშაობს. სახალხო დამცველის თქმით, მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან კონტაქტი დაემყარებინათ, თუმცა ამ დრომდე–უშედეგო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი