კომენტარი

დუნია მიატოვიჩი ქართულ მედიაზე

11 ნოემბერი, 2010 • • 1114
დუნია მიატოვიჩი ქართულ მედიაზე

საქართველო არის ქვეყანა, სადაც მედია რეფორმებს განიცდის.

როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში (2010 წლის აპრილი), 2 დღის ნაცვლად, რამდენიმე დღე მომიხდა დარჩენა (ვულკანური ფერფლის გამო).

ამ დროს მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე – საზოგადოების წევრებს.

იმ დროს პრობლემური და მნიშნელოვანი საკითხი იყო ლიცენზირება. ეს თემა  ხელისუფლებასთან ჩემი  შეხვედრის დროს წინა პლანზე წამოვწიე. მართალია, ლიცენზირების პრობლემა დღესაც დგას, მაგრამ ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა.

ჩემი პირველი ვიზიტისას, ხელისუფლებამ მომისმინა და მიიღო კიდეც ჩემი კრიტიკა.

პირველ შეხვედრაზე, ასევე, დამპირდნენ, რომ მედიამესაკუთრეთა გამჭვირვალობის კანონზე იმუშავებდნენ და შეასრულეს კიდეც ეს დაპირება. მე ახლაც ვაპირებ მათ ამ თემაზე ვესაუბრო.

საქართველოში ხელისუფლება გისმენს, იციან, რომ აქ პრობლემები არსებობს. როგორც მინიმუმ მე მაქვს შესაძლებლობა, რომ შევახსენო ეს პრობლემები.

ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ თუ სამოქალაქო საზოგაოდება იქნება აქტიური და ისინი მე მომაწვდიან საჭირო ინფორმაციას, ამ თემებზე ხელისუფლებას აუცილებლად დაველაპარაკები.

ინტერნეტი, ეს ის თემაა, რომელიც ჩვენ დღის წესრიგში ჩავსვით. იმიტომ, რომ არსებობს საშიშროებები, კიბერ შეტევები და სხვა, რომელიც ქვეყნებზე გავლენას ახდენს.

თუ ჩვენ კანონში ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ ის შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდეს.

ეუთოს ოფისის პოზიციაა, რომ თუ ჩვენ ვებრძვით ბავშვების პორნოგრაფიას, ამით არ უნდა შევზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება (გერმანიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, აკრძალეს გარკვეული კატეგორიის ინტერნეტ–გვერდები).

მაშინ, როდესაც თურქეთში იუთუბი დაბლოკეს, იქ მცხოვრებმა ხალხმა, მაინც გამოძებნა ამ საიტზე შესვლის საშუალება. არ აქვს მნიშვნელობა, რას დაბლოკავენ, ადამიანები ყოველთვის შეძლებენ მიაღწიონ იმას, რაც მათთვის არ არის ხელმისაწვდომი.

მე ხშირად მთხოვენ, რომ არ ვისაუბრო ხმამაღლა. მთხოვენ, რომ ვესაუბრო ხელისუფლებას და საზოგადოებას არ ვუთხრა ხმამაღლა ის, რასაც ვფიქრობ. მე მათ არ ვეთანხმები და ყოველთვის ვსაუბრობ საზოგადოებასთან.


 

დუნია მიატოვიჩი არის ეუთოს წარმომადგენელი მედიის და სიტყვის თავისუფლების საკითხებში.

დუნია მიატოვიჩი არის მედიის უფლებების რეგულაციის სპეციალისტი. 1988 წელს ის იყო ბოსნია–ჰერცოგოვინაში რეგულაციისა და კომუნიკაციის სააგენტოს დამაარსებელი. ასევე, მას აქვს მონაწილეობა მიღებული პრეს საბჭოს შექმნაში. ის 2007 წლიდან იყო ევროპული პლატფორმის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე.

მიატოვიჩი მუშაობდა ექსპერტად სომხეთში, იორდანიაში, სერბეთში, სლოვენიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ერაყში, მონტენეგროში. ის არის პირველი ქალი და ეუთოს პირველი წარმომადგენელი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს არ წარმოადგენს. ის წარმოშობით ბოსნია–ჰერცოგოვინადან არის.

Image 2572
Image 2572

მასალების გადაბეჭდვის წესი