როცა გამოკითხულთა 57 პროცენტი არ არის ჩამოყალიბებული იმაზე თუ რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, მიანიშნებს თუ არა ეს პოლიტიკური ელიტის კრიზისზე?
ზოგადად თუ გადახედავთ ასეთი გამოკითხვების დინამიკას საქართველოში, ნახავთ, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ამომრჩევლების დიდი ნაწილი ასეთ პასუხს სცემდა ხოლმე. ასე იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, მაგრამ თუ მაშინ მხოლოდ ამომრჩევლის 40 პროცენტი ფიქრობდა შესაბამისად, ახლა ეს რიცხვი უკვე 50 პროცენტს აღემატება, ანუ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიებს მყარი ამომრჩეველი არ ყავთ, ხალხი პოლიტიკურ ელიტას ეჭვის თვალით უყურებს… მმართველი პარტიები რაღაც ეტაპზე ამომრჩევლის მხარდაჭერას ყოველთვის კარგავენ, მაგრამ ასე მალე რაც ამ კვლევამ აჩვენა, მე არ მახსოვს. არც ერთ მმართველ გუნდს არ დაუკარგავს ასე მალე: მოქალაქეთა კავშირსაც ჰქონდა 3 წლის შემდეგ მხარდაჭერა, ენმ-ც პოპულარული იყო, ამ შემთხვევაში კატასტროფულად დაეცა მმართველი პარტიის რეიტინგი. მეორე მხრივ, ძირითადი ოპოზიცია [ენმ] არასოდეს ყოფილა ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რასაც თავისი პლიუსებიც აქვს და მინუსებიც. პლიუსი არის ის, რომ მას მართვის გამოცდილება აქვს, ხოლო მინუსებს რაც შეეხება, მას ხალხის თვალში აქვს ცოდვები, რომელსაც ხალხი ვერ პატიობს.
ეს მხოლოდ პოლიტიკური ელიტის კრიზისია ეს თუ საზოგადოებისაც?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოების. ჩემი აზრით ბევრ ამომრჩეველს არადეკვატური წარმოდგენა და გაზვიადებული მოლოდინები აქვს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ ისინი ერთი მხრივ სრულყოფილები უნდ აიყვნენ და სწრაფი შედგები აჩვენონ…
მაგრამ მათ როგორც მინიმუმ დაპირებები უნდა შეასრულონ…
კი, დაპირებები უნდა შეასრულონ და ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ უკეთესად ცხოვრობენ… “ქართული ოცნების” შემთხვევაშს დაპირებები თავიდანვე ფანტასტიკური იყო და ჩემი აზრით, ეს რეიტინგის ვარდნის ერთ-ერთი ფაქტორია…
თიტქმის ყველა პარტიას ასეთი დაპირებები აქვს ხოლმე.
ასეთი ყველას არ ჰქონია.
მაგალითად მანამდე მოსახლეობას სმენია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ დაპირებაც.
ტერიტორიების დაბრუნება ეს უფრო რიტუალური დაპირებაა, მაგრამ ეკონომიკურ სფეროში ასეთი რადიკალური დაპირებები არ მახსენდება, რომ მესამე წელი უკვე კარგი იქნება, მეოთხე წელს გადასარევი პერიოდი დადგება და ასე შემდეგ. იყო ძალიან კონკრეტული დაპირებები ეკონომიკის სფეროში, იგივე გადასახადების თაობაზე. ამან დამატებით იმუშავა, მაგრამ მგონია, რომ ამომრჩეველს პოლიტიკური ელიტის მიმართ არ აქვს რეალისტური დამოკიდებულება – ერთი მხრივ, არეალურ დაპირებებს დაუჯერა და მეორე მხრივ, რატომღაც ელოდა, რომ ისინი შესრულდებოდა.
თქვენ თქვით, რომ ადრე 40 პროცენტი იყო იყო ჩამოუყალიბებლი ამომრჩევლის რაოდენობა. NDI-ს კვლევით ახლა ეს რიცხვი 57 პროცენტამდე გაიზარდა. თუ ეს დინამიკა კიდევ უფრო გაღრმავდება, რა სახის ნეგატიური პროცესების გამოწვევა შეუძლია. არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. შესაძლებელია, რომ არჩევნებზე ცოტა ამომრჩეველი მივიდეს?
შეიძლება არჩევნებზე ბევრი ადამიანი არ მივიდეს, მაგრამ ეს ფორმალურ ლეგიტიმურობას არ უშლის ხელს, ცოტა ხალხი აირჩევს მთავრობას, ეს დიდი პრობლემა არ არის , მაგრამ აქ მეორე საფრთხეც არსებობს, როცა სრულიად ავანტიურისტული, ანტიპოლიტიკური ძალა შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც გადაუწყევეტელი, იმედგაცრუებული ხალხის გრძნობებზე ითამაშებს და წარმატებას მიაღწევს და კიდევ უფრო რთული განსაჭვრეტი იქნება თუ რას გააკეთებს ასეთი ძალა. ჩვენ ვნახეთ, რომ გვატემალაში კომედიანტმა მოიგო არჩევნები, უკრაინაში გამონდა ასევე კომედიური მსახიობი, რომელმაც დიდ წარმატებებს მიაღწია. ანუ ასეთი პოპულისტური და გაურკვეველი მიზნების მქონე ძალებისთვის იხსნება ასპარეზი.
თქვენ გახსოვთ ალბათ ასეთი მესიჯი 2012 წლის არჩევნებამდე, რომ “შუა უნდა გაიკრიფოს”. ეს ნიშნავდა იმას, რომ ასპარეზზე მხოლოდ ქართული ოცნება და ნაციონლაური მოძრაობა უნდა დარჩენილიყვნენ. ეს ფაქტობრივად ასეც მოხდა იმ არჩევნების შედგებით თუ ვიმსჯელებთ. ხომ არ მოდის “იმ გაკრეფილი შუას” აღზევების პერიოდი NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით?
გარკვეული დოზით დიახ. არავინ იცის იმ გაურკვეველი ამომრჩეველის ხმები საბოლოო ჯამში სად წავა, მაგრამ ეს შედგები მიანიშნებს, რომ ორპარტიული პარლამენტი აღარ უნდა გვქონდეს.
ასეთი ახალი ძალა, ალბათ, საიდანღაც ვერ მოვა…
2012 წლის არჩევნებამდე სწორედ საიდანღაც, ციდან ჩამოვარდა ახალი ძალა და რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. გარანტირებულად ჩანდა, რომ ენმ მოიგებდა არჩევნებს, რადგან რეალური მოწინააღმდეგე არ ჰყავდა, მაგრამ ივანიშვილის გამოჩენით, რომელიც მართლაც არსაიდან მოვიდა, ყველაფერი შეიცვალა. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ასეთი რამის დაშვება შეუძლებელია.
მაგრამ ცოტა განჭვრეტად სივრცეზე რომ ვისაუბროთ…
განჭვრეტად სივრცეში ასეთი ძალა ნამდვილად არ ჩანს, ჩემი აზრით. სულ ლაპარაკობენ [ლევან] ვასაძეზე, [პაატა] ბურჭულაძეზე, მაგრამ წესით აქამდე უნდა გამოჩენილიყო…
იგივე არასამთავრობო სეტქორიდან თუ ხედავთ რესურსს?
არასამთავრობო სექტორიდან როგორც წესი საარჩევნო პოლიტიკოსები არ გამოდიან ხოლმე. როცა რომელიმე ძალა არჩევნებს იგებდა შემდეგ ინიშნებოდნენ თანამდებობებზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა ამ სექტორს საქართველოში ხალხის მობილიზაციის უნარი არ გამოუჩენია, შეიძლება მათ აქვთ პროფესიონალიზმი და ამიტომაც მიყავთ მთავრობაში, მაგრამ არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული სერიოზული მიტინგი მე არ მინახავს, ხალხის მობილიზაციის უნარი ნაკლებია. კი, ამაზეც არის ჭორები. თავისთავად ეს კვლევის შედეგი თითქოს ამბობს, რომ არის სივრცე ახალი ძალებისთვის და ჩამოაყალიბეთ პარტიები, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული არაფერი შექმნილა…
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა რომ შექმნან პოლიტიკური ძალა, მათ არ ექნებათ შანსი?
მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს, რადგან ისინი იმუშავებნ იმ ამომრჩეველზე რომლებიც ნაციონალური მოძრაობის თუ ალასანიას პარტიის მხარდამჭერები არიან. ისეთ ახალ მითს ვერ შექმნიან. ახალი ძალა უნდა მოვიდეს დიდი ნარატივით, მითოლოგიით ან ქარიზმით… არასამთავრობო სექტორი პოპულარობით ვერ სარგებლობს ხალში. ის ადამიანები, ვინც არასამთავრობო სექტორს პოზიტიურად უყურებენ, ჩემი აზრით უკვე ან ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ მხარს, ან ალასანიას პარტიას, ან რესპუბლიკელების ხათრით “ქართულ ოცნებას”.
თუ საბოლოო ჯამში არავითარი ახალი ძალა არ გამოჩნდება და ნიჰილიზმი, რომელსაც ეს კვლევა მოწმობს, დარჩება ისე როგორც დღესაა, ეს რა შედგებს გამოიწვევს არჩევნებზე?
ამ გამოკითხვების ისტორია იმას გვაჩვენებს, რომ გადაუწყევეტელი ამომრჩევლის რაოდენობა თანდათანობით მცირდება ხოლმე, როცა არჩევნები ახლოვდება. ანუ ერთი წლით ადრე შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ჯერ ადრეა არავინ მომწონს და ა.შ, მაგრამ არჩევნების დღის ან იქით გადაიხრებიან ან აქეთ ან საერთოდ არ წავლენ არჩევნებზე.
იმ პარტიებს, რომლებიც ახლა მთავარი მოთამაშეები არიან ენმ-ს და ქართული ოცნების გარდა, იქნება ეს ალასანიას პარტია, პატრიოტრები, ბურჯანაძე თუ ლეიბორისტები, ყველას აქვს შანსი, რომ პარლამენტში გარკვეული დოზით მოხვდეს. პროპორცია შეიძლება იგივე დარჩეს, რაც დღესაა მოცემული ან სულ სხვანაირიც იყოს. გვახსოვს 2012 წლის კვლევა და შემდგ ვნახეთ, რომ რადიკალურად განსხვავებული შედეგი მივიღეთ პარლამენტში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რას მოიმოქმედბენ და როგორ იმუშავებენ პარტიები ამ დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში, ანუ როგორ დაარწმუნებენ ამომრჩეველს რომ სხვებზე უკეთესები არიან.