„ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით, და არ მოგვერიდება პასუხისმგებლობა დავაკისროთ პირებს, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებაზე და არაძალადობრივი აქციის მონაწილეების მიმართ ბრუტალურ დამოკიდებულებაზე. ქართველ ხალხისთვის კი ვამბობთ: თქვენ მარტო არ ხართ“, – ნათქვამია აშშ-ის სენატისა და 15 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმდჯომარეების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 15 მაისს მიიიღეს.
„მეგობრებისა და მეკავშირეების არაერთგზის გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის დეკლარირებულ მიზანს ევროინტეგრაციის შესახებ. ჩვენ, როგორც კანონმდებლებს, გვესმის, რომ პარლამენტის როლი ხალხის ნების ასახვაა. ქართველებმა ერთმნიშვენლოვნად უარი თქვეს ეს კრემლის მიერ ინსპირირებულ კანონზე, როგორც შეუთავსებელზე მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეგრეთ წოდებული „უცხოური აგენტის“ კანონი ასახავს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას.
ქართული ორგანიზაციები, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ეს კანონი პირდაპირ თავდასხმაა სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტებია. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს ახივებს, განსხვავებით 84 პარლამენტარისგან, რომლებიც გუშინდელ კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთდნენ.
ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით, და არ მოგვერიდება პასუხისმგებლობა დავაკისროთ პირებს, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებაზე და არაძალადობრივი აქციის მონაწილეების მიმართ ბრუტალურ დამოკიდებულებაზე. ქართველ ხალხისთვის კი ვამბობთ: თქვენ მარტო არ ხართ“- წერია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.