კომენტარი

შეცდომის გასწორება

15 სექტემბერი, 2010 • 1464
შეცდომის გასწორება

ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში – ”საერთაშორისო პენკლუბის წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს”– გასწორებულია შეცდომები.

საერთაშორისო პენ კლუბის წერილის  ქართულ ენაზე თარგმანში, რომელიც მწერალმა  ირაკლი კაკაბაძემ მოგვაწოდა, რამდენიმე პუნქტში  შეუსაბამობა იყო ინგლისურ ვერსიასთან.   სამწუხაროდ, თარგმანი ასევე ირაკლი კაკაბაძის მიერ მოწოდებული წერილის ინგლისური ვერსიასთან  არ გადაგვიმოწმებია  და  შეცდომებით გამოვაქვეყნეთ, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გამოქვეყნებულ ვერსიაში იყო:

1. ”ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებული ასეთი დამქირავებლების მიმართ დაუსჯელობის კლიმატის არსებობით საქართველოში”.

მოწოდებული ინგლისურენოვანი დოკუმენტის მიხედვით, უნდა ყოფილიყო:

 ამასთან,   საზოგადოების მტრული  რეაქციის პირდაპირი შედეგი იყო მათი სამუშაოსა  და   შემოსავლის დაკარგვა  და  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  შიშების გამძაფრება. ჩვენ  ღრმად ვართ შეშფოთებული მიღებული ინფორმაციებით დაუსჯელობის კლიმატზე.

2. საერთაშორისო პენკლუბი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო სამი პოეტისათვის.  შოთა გაგარინს, ალექსი ჩიღვინაძეს და ირაკლი კაკაბაძეს უნდა მიეცეთ საშუალება თავისი იდეების თავისუფლად გამოხატვისათვის.  ჩვენ, აგრეთვე, აუციელებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა დამქირავებელი გააფრთხილოს, რომ მუქარების გამოყენება დაუშვებელია და ეს მუქარები დასჯადია, და უზრუნველყოს ის, რომ კანონი დაცული იქნას სასამართლოში.

უნდა ყოფილიყო:

”ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ  განაცხადოს,  რომ მოქალაქეების მიმართ მუქარები შეწყნარებული არ იქნება და გამოძიების საგანი გახდება, ხოლო სასამართლოში იქნება კანონის უზენაესობა”.

თარგმანში ჩასწორებულია სხვა შეცდომებიც.

არასწორი თარგმანის შესახებ სოციალურ  ქსელ facebook-ზე ჟურნალ “ტაბულას” თანამშრომელმა სანდრო თარხან-მოურავმა მიგვითითა. ჟურნალი ”ტაბულა” საერთაშორისო საერთაშორისო პენკლუბის წერილში, რომელიც ირაკლი კაკაბაძემ ‘ნეტგაზეთს” მიაწოდა, მოხსენიებული არ არის.

ანოლოგიური წერილის, პენის ამერიკული ცენტრი მიმართვაში  კი წერია, რომ ჟურნალმა ”ტაბულამ”, აქციაში მონაწილეობისა  და დაკავების შემდეგ,  სამსახურიდან გაათავისუფლა შოთა გაგარინი (შოთა დიღმელაშვილი).

ამ თემაზე ნეტგაზეთი რამდენიმე დღეში ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი