კომენტარი

„გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით“ – ნორვეგიის ელჩი ღარიბაშვილის განცხადებაზე

27 მარტი, 2023 • 2476
„გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით“ – ნორვეგიის ელჩი ღარიბაშვილის განცხადებაზე

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი „გაოგნებულია“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით.

„მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია“, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

აგრეთვე დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ პრიზი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო, ნორვეგიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაიცემა და არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს.

მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემის კომენტირებისას ღარიბაშვილმა განაცხადა:

„ეს არის დაახლოებით იგივე, არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგან ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. აი, დაახლოებით იგივეა, რომ რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს“.


ანდერს ბერინგ ბრეივიკი არის ნორვეგიელი ტერორისტი, 2011 წლის 22 ივლისს ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი