საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას აზრით, უკრაინაში რუსეთის დამარცხებამ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც უნდა გამოიწვიოს.
„რუსეთის სტრატეგიული დამარცხება ახლოვდება. უკრაინის გამარჯვება აუცილებლად უნდა მოიცავდეს მისი ტერიტორიების დეოკუპაციას, რუსეთის ჯარების გაყვანას უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან; ზარალის ანაზღაურებას და საერთაშორისო სამართლის წინაშე წარდგენას ყველასი, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა“, — განაცხადა კალინდრამ.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი შესრულდა.