კომენტარი

ვწუხვარ, რომ დღეს კიევში მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი – ზურაბიშვილი

24 თებერვალი, 2023 • 2946
ვწუხვარ, რომ დღეს კიევში მხოლოდ  ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით ჩასასვლელად მზად იყო, თუმცა უკრაინული მხარისგან მოწვევა ვერ მიიღო.

ამის შესახებ მან დღეს, 24 თებერვალს, პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა.

ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტი, რომელიც მიუხედავად მოწვევისა, უკრაინაში საპალრამენტო დელეგაციით არ წავიდა.

„პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე უკრაინას მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


უკრაინის პარლამენტმა 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებთან ერთად, საქართველოდანაც მიიწვია დეპუტატები, რაზეც მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, კიევში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

პარლამენტის დელეგაცია 24 თებერვალს კიევში მიიწვიეს, “ოცნება” უარს ამბობს

მასალების გადაბეჭდვის წესი