კომენტარი

დამოუკიდებლობის დღე აღლუმით

26 მაისი, 2010 • 1257
დამოუკიდებლობის დღე აღლუმით

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ეროვნული საბჭოს დადგენილების მიხედვით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.

1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა.

1991 წლის 31 მარტს საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობის  გადაწყვეტილებით, საქართველომ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა.

26 მაისს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ქვეყნის ხელისუფლებაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოვიდა. 1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი