კომენტარი

”პროვოკაციული განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ”

12 მაისი, 2010 • • 1242
”პროვოკაციული განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ”

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის  და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება რუსეთს არ უნდა აწყობდეს. თუმცა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი, თეიმურაზ მამსუროვი აცხადებს, რომ გაერთიანება გარდაუვალია.

”ეს იყო სპონტანურად გაკეთებული განცხადება, როგორც კი ცხინვალის რეგიონმა მოდი ასე ვთქვათ გაიმარჯვა ბრჭყალებში მაშინვე განაცხადა კოკოითმა რომ ჩვენი მეორე მიზანია გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან, მაგრამ რუსეთმა თავიდანვე უარი თქვა ამაზე და კოკოითმა იმავე დღეს შეცვალა აზრი.

ეს არის პროვოკაციული განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ რათა ამან საქართველოში გამოიწვიოს ვნებათაღელვა.

შეიძლება ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყოს მოძრაობები, შეიძლება დეპუტატებმა დუმაში შეიტანონ განაცხადი, დუმამაც იმსჯელოს ამაზე, მაგრამ ეს არ დასრულდება შედეგით. მაგრამ ლაპარაკი შეიძლება ბევრი იყოს ამაზე, ამით დააშანტაჟონ მსოფლიოც, რომ საქართველოს ნამეტანი ნუ მოეფერებით, მზაკვრული შეტყობინება შეიძლება იყოს მსოფლიოსთვის.მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ესეც გადალახონ რუსებმა, იმიტომ რომ მათ ინტერესებში არაა, შეიძლება თავისი თავი დაიზარალონ ამით.

რადგან რუსეთი დაარღვევს თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, გააფართოებს, მაგრამ დაარღვევს. მსოფლიო აღიარებს ამა თუ იმ სახელმწიფოს ახალ საზღვრებში და ვინაიდან რუსეთი არ იქნება აღიარებული ახალ საზღვრებში რუსეთის საზღვრები ზოგადად უკვე დაცული აღარ იქნება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი