კომენტარი

“ყბა ჩამომივარდა” – ამერიკელი გენერლის მოსაზრება რუსულ მობილიზაციაზე

21 სექტემბერი, 2022 • 5195
“ყბა ჩამომივარდა” – ამერიკელი გენერლის მოსაზრება რუსულ მობილიზაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი მარკ ჰერტლინგი რუსეთის მიერ „300 000 რეზერვისტის“ მობილიზაციას აფასებს და აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც რუსულ არმიაში ძალიან სუსტადაა წვრთნის კომპონენტი განვითარებული, ძალიან ძნელი იქნება. ამერიკელი გენერლის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:


როცა შევიტყვე პუტინის მიერ 300 000 „რეზერვისტის“ მობილიზაციის შესახებ, ყბა ჩამომივარდა, თუმცა არა იმ მიზეზით, რომელსაც შესაძლოა ზოგიერთი ვარაუდობდეს.

რატომ? რადგან ვიცი, როგორ იწვრთნებიან რუსი ჯარისკაცები.

როცა პენსიაში გასვლამდე ვმეთაურობდი ამერიკის არმიას ევროპაში, ვხელმძღვანელობდი ყველა საბაზისო და გაძლიერებულ სწავლებას, ამ პერიოდის განმავლობაში, წელიწადში დაახლოებით 150 000-მა ჯარისკაცმა გაიარა 5 საბაზისო და 21 გაძლიერებული სწავლება.

ამერიკელი ჯარისკაცების უმეტესობამ გაიარა 10-კვირიანი საბაზისო სწავლება (ზოგიერთმა მათგანმა უფრო დიდხნიანი ბაზაზე დისლოცირებული სწავლებაც „OSUT“, მათ შორის ქვეითებმა, არტილერიამ, სამხედრო პოლიციამ). მათ, ვისაც არ გაუვლია ამგვარი სწავლება, გაიარეს სპეციალობის სხვადასხვა ხანგრძლივობის სწავლებები, მაგალითად, ლოჯისტიკისა და სამხედრო საქმის შესახებ.

ეს სწავლებები მოიცავს ხანგრძლივ პერიოდს, რომელსაც უძღვებიან ძალიან პროფესიონალი სერჟანტები. ამ ყველაფრისთვის იხარჯება ძალიან დიდი რესურსი.

ამის შემდეგ ჯარისკაცები მზად არიან ჩაერთონ კონკრეტულ მისიაში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ის მოსახლეობა 344 მილიონია და ჩვენ მხოლოდ დაახლოებით 150 000 ჯარისკაცს ვწვრთნიდით წელიწადში.

მეორე მხრივ, რუსეთის მოსახლეობა 144 მილიონია, რომელიც 11 სასაათო სარტყლის გარშემო ცხოვრობს. იქ ჯარისკაცები ბაზაზე 1-კვირიან საბაზისო წვრთნას გადიან. ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი გაძლიერებულ სწავლებასაც გადის, მაგრამ უმეტესობა სამხედრო ცოდნას მის პირველ დანაყოფში იღებს.

უკრაინაში შეჭრამდე რუსმა ჯარისკაცებმა მხოლოდ რამდენიმედღიანი სასწავლო კურსი გაიარეს, შემდეგ კი, გასული წლის ნოემბრიდან, მათი გაგზავნა ბელარუსში დაიწყეს.

რუსეთში ჩემი მეორე ვიზიტისას ვეწვიე საბაზისო და ქვედანაყოფების საწვრთნელ ცენტრებს. საშინელება იყო. ნაცვლად კვალიფიკაციის მოპოვებისა, ეცნობოდნენ იარაღს, იყო პრიმიტიული პირველადი დახმარება, რესურსების დაზოგვის მიზნით, ძალიან ცოტა სიმულაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სერჟანტების მიერ გამოვლენილი საშინელი მართვა.

რუსი ჯარისკაცები მთელ საკუთარ ცოდნას იღებენ არა საბაზისო კურსებისას, არამედ რაზმებში ყოფნისას. შედაგად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის, თუ როგორ მარაგდება ეს რაზმები რესურსებით. ერთ-ერთ სატანკო რაზმში, რომელსაც ვსტუმრობდი მოსკოვითან ახლოს, სიამაყით განმიცხადეს, რომ მხოლოდ ერთ ჭურვს ისროდნენ წელიწადში (ამერიკაში წელიწადში უამრავი საათი იხარჯება სიმულაციაში და ათობით ნამდვილი ჭურვის გასროლაში).

უკრაინულმა არმიამ შეითვისა ამერიკული მოდელი 2014 წლიდან, მაშინ, როდესაც ამერიკელებმა დაიწყეს როგორც ინდივიდუალური, ისე დანაყოფების დონეზე წვრთნა.

პრობლემა ისაა, რომ რუსული არმია ცუდადაა გაწვრთნილი. დაწყებული საბაზისო სწავლებიდან, რომელიც არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ჯარისკაცები უნიფორმებს იცვამენ.

300 000 რეზერვისტის მობილიზება იქნება ძალიან რთული.

ახალბედების ფრონტის ხაზზე გაშვება, რომელთაც ისედაც დაბალი საბრძოლო მორალი აქვთ და არ სურთ, რომ ომში გააგზავნონ, კიდევ უფრო ცხადყოფს რუსულ კატასტროფას.

„ყბის ჩამოვარდნა“ – რუსული მარცხის ახალი ნიშანი.


რუსეთში მობილიზაცია დღევანდელი დღიდან დაიწყება. რუსული მხარის განცხადებით, ომში წაიყვანენ დაახლოებიით 300 000 რეზერვისტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი