კომენტარი

რა მოხდა უნივერსიტეტში

3 მაისი, 2010 • • 1761
რა მოხდა უნივერსიტეტში

ჩანაწერი პირველად facebook-ზე გამოქვეყნდა. 

მსჯელობას აზრი არა აქვს. ყველამ კარგად იცით, ვინ არიან ქვემოთ ნახსენები ადამიანები. უბრალოდ, სანამ დამასწრებენ, ბარემ მე გეტყვით, რა მოხდა დღეს.

ლექციაზე ასვლის წინ ნაცნობი შემხვდა და რაღაც ფურცელი შემომაჩეჩა. თან გამოკვეთილი თანხმოვნებით იგინებოდა.

წიგნის სულისკვეთება და ზოგიერთი ამონარიდი (ეს სათაურია)

* ქრისტიანული საიდუმლოებების აბუჩად აგდება

ციტატა: “მძიმე მარხვის შედეგად დატოვებულ მძიმე დეპრესიას თავდაპირველად ალკოჰოლითა და ჰაშიშით ვუმკლავდებოდი, ბოლოს გადავწყვიტე, ქალაქი რამდენიმე დღით დამეტოვებინა და სულიერი ორგაზმის მოსაპოვებლად პატრიოტულ ბანაკებს მივაშურე…”

* ქართველი ერის და წინაპრების შეურაცხყოფა და მათი ყოვლადშეუსაბამო კონტექსტში მოხსენიება

ციტატა: “ნიკის ეღიმება და თვალებანთებული მიახლოვდება. ჯერ ტუჩებში მკოცნის (ბიჭი ამბობს), შემდეგ შარვლის უბეს მიხსნის და ჩუჩას ცალი ხელით მითამაშებს. რამდენიმე წამში კი სულმნათი წინაპრებისგან განსხვავებით, ხელში ხმლის ნაცვლად, მისივე ნერწყვით დასველებული ჩემი პენისი უჭირავს”.

*სიწმინდეებისა და წმიდა ადგილების ყოვლად შეუფერებელ მეტაფორებად გამოყენება

ციტატა: “და იდგა იგი შეუდრეკელი, ვითარცა სამების საკათედრო ტაძარი” (ჰომოსექსუალზეა საუბარი)

………………………………………………………………………………………………

ისინი ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებულს აპროტესტებდნენ, რომელიც ილიას უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში იყიდება (და არა მარტო იქ). ფურცელზე ეწერა ამონარიდები და ბრალდებები.

ისტერიული სიცილი ამიტყდა და ლექციაზე ავედი. როცა ჩამოვედი, ხალხი უკვე ბლომად შეკრებილიყო. ასე 100 დან 120 კაცამდე იქნებოდა. უნივერსიტეტის შესასვლელი გადაეხერგათ და მიტინგს მართავდნენ. “რუპორი” ერთ ახალგაზრდა ყმაწვილს ეჭირა, სახეს ხშირი მუწუკები უმშვენებდა, მხრებს კი ქერტლი. გვერდით ყველასთვის კარგად ნაცნობი დინოზავრები ედგნენ: ავთანდილ უნგიაძე, დავით ისაკაძე, კიდევ ოთხი–ხუთი მღვდელი, მახლაზ გულაშვილი და ძიძიგურიც კი, თავის პარტიიანად.

დავდექი და ყურება დავუწყე. თოკები გაებათ შესასვლელთან, სადაც ფეისბუქიდან წაღებული და ამობეჭდილი სურათები ეკიდა (თანაც ფერადი). სურათზე გამოსახული ხალხის სია ასეთია:
ლეონ სუთიძე (მნათეუსი), ლეო ნაფტა, თეა თუთბერიძე, პაატა შამუგია, ნოდარ ლადარია, გიგი თევზაძე, დათო პაიჭაძე, ზაზა კოშკაძე და კიდევ რამდენიმე სხვა ჩემი და თქვენი მეგობარი.

პაატას, ალბათ, ანტიყაოსანი გაუხსენეს, კოშკას კი– პოეზიის საღამოზე ამოღებული “თავჩაქინდრული მამალი”.

ხელში დაჭერილ პლაკატებზე კი გიგი თევზაძის სახელს ამოიკითხავდით. სოროსისტი, ვირთხა, მართლმადიდებლობის მტერი, იაღოველი და რა ვიცი, კიდევ რას აღარ ეძახიან.

ეკოს წიგნის გათათხვის შემდეგ, უნივერსიტეტში სალოცავის აშენება მოითხოვეს. რაღა დაგიმალოთ და– ლოლ!!!

როცა მომიტინგეების ცქერით დავტკბი და უკვე ოფლის სუნიც მეცა ცხვირში, გაცლა გადავწყვიტე, რომ უცბად ნაცნობ ქურთუკს მოვკარი თვალი. ხალხში გამოძრომას და უნივერსიტეტში შემოსვლას ვასო გაბუნია ცდილობდა. მეც გავჭერი ნაკადი, გავცურე ქერტლსა და ოფლში და ვასოს მხარზე დავქაჩე. გადაკოცნაც ვერ მოასწრო, ექვსი–შვიდი ბიჭი წამოგვეწია და წრე შემოგვარტყეს. ერთ-ერთი ძალიან აქტიური იყო. აი, რას ქადაგებდა:

“გიცნობ მე შენ, ვასო არა ხარ? ჩვენ ფეისბუქზე შევხვედრილვართ ბევრჯერ. აი, მე შენ გეუბნები – მე ვარ რუსეთის აგენტი და გპირდები, რომ ზუსტად ერთ თვეში დიდ გადატრიალებას მოვაწყობ და აი, მერე დაკითხვაზე შევხვდებით (ენ–კა–ვე–დეშიო თუ რაღაც ამდაგვარი თქვა).”
ახლა, ვდცილობ, გავიხსენო იმ ტიპის გვარი და სახელი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ისე კი მსმენია ბევრჯერ. 
ვასომ ხელი გაუქნია იქვემ მდგომ ბიჭს, რომელიც სხვადასხვა ჟესტებით ჩვენს გაღიზიანებას ცდილობდა. ატეხეს ყვირილი და შეტევაზე გადმოვიდნენ. ჩვენ დაცვის დახმარებით უნივერსიტეტში აღმოვჩნდით.

ამის შემდეგ ვიღაცამ წარმოსთქვა “რუპორში”: დავიძრათ ახლა ყველანი ზემოთ და თავისუფლების ინსტიტუტს მივაკითხოთ, ანტიქრისტეების მთავარ ბუდესო . ცოტა არ იყოს და შემეშინდა. თეა არასდროს კეტავს ხოლმე კარს. დასარეკი ვიშოვე (მადლობა ნანა ბერუაშვილს) და თეას ვუთხარი, ან გაასწარი მანდაურობას, ან ტუალეტში ჩაიკეტე–მეთქი. არ აღმოჩნდა ლიბერტიში. (whew)
სანამ ტელეფონზე ვსაუბრობდი, ხელჩართული ბრძოლაც გიამართა, მაგრამ მოჩხუბრებს არ ვიცნობდი, მგონი, სტუდენტები იყვნენ.

რა ვქნა, გავიქცე ამ ქვეყნიდან მე ამათი დედა მ*****, ან  რა ვუყო…

მასალების გადაბეჭდვის წესი