კომენტარი

“ძალადობა მიუღებელია” – დეგნანის პრველი გამოხმაურება საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

1 ივლისი, 2022 • 1399
“ძალადობა მიუღებელია” – დეგნანის პრველი გამოხმაურება საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

“ძალადობა მიუღებელია” – ასე გამოეხმაურა კელი დეგნანი აშშ-ის საელჩოში გუშინ, 30 ივნისს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც მმართველი პარტიის დეპუტატები ტვ პირველის მფლობელმა ვატო წერეთელმა ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

აშშ-ის ელჩის თქმით, იმედგაცრუებულია, რომ ისეთი პოზიტიური ღონისძიება, როგორიც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო იყო, ასეთმა ინციდენტმა გადაფარა. აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა ბოლო დღეებში დაფიქსირებულ სხვა ძალადობრივ ინციდენტებსაც.

“ჩვენ ვსწავლობთ ამ ცნობებს. არ ვიცით, დაიწყო თუ არა რაიმე სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვიტყვით იმას, რომ ძალადობა არის მიუღებელი… განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე, შეშფოთებული ვართ ცნობებით, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომდგენლების მიმართ და ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა შეკრების თავსუფლების. გუშინ არაჩვეულებრივი, პოზიტიური ღონისძიება გვქონდა, სადაც ბევრი ადამიან შეიკრიბა და ჩვენ გვინდოდა წარმოგვეჩინა და ხაზი გაგესვა იმისთვის, თუ რა მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა’, – განუცხადა კელი დეგნანმა ტელეკომპანია “ფორმულას”.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი