კომენტარი

აქციაზე “ოცნების” ამომრჩევლებიც იყვნენ – დავითულიანი

21 ივნისი, 2022 • 727
აქციაზე “ოცნების” ამომრჩევლებიც იყვნენ – დავითულიანი

“ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ 20 ივნისს ევროკავშირის მხარდამჭერ მრავალათასიან აქციაზე მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც იყვნენ. ამის შესახებ მან დღეს, 21 ივნისს, განაცხადა.

ამასთან, დავითულიანის თქმით, აქციის ორგანიზატორები – მოძრაობა “სირცხვილია”, ენმ-სთან აფილირებული არიან.

“მოსახლეობის 80% ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და, რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც “ქართული ოცნების” ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა, იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ადამიანები. თუმცა აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური. ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების და აქციის. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ”, – განაცხადა დავითულიანმა.

თბილისის მერი და “ოცნების” გენდმივანი  კახა კალაძე გუშინ, 20 ივნისს, დაგეგმილ აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტაციად მოიხსენიებდა და აცხადებდა, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს.

კალაძე 20 ივნისის აქციაზე: ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი