დღეს, თბილისის რია–ნოვოსტის საერთაშორისო პრესცენტრში თბილისა და მოსკოვს შორის ტელეხიდი გაიმართა. ტელეხიდის მიზანი ჟურნალისტურ პრინციპეპზე და ეთიკაზე საუბარი იყო. მის გამართვას წინ „იმედის“ ეთერში, 13 მარტს გასული „მოდელირებული ქრონიკა“ იყო.
თბილისს ჟურნალისტი, მედია –ექსპერტი , ზვიად ქორიძე, „ჯორიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი, მალხაზ გულაშვილი და „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში წარმოადგენდნენ.
რუსული მხრიდან კი ”რია ნოვოსტის~ ბალტიისა და დსთ-ს ქვეყნების განყოფილების უფროსი ალან კასაევი და სააგენტო ~რეგუნიმის~ ხელმძღვანელი მოდესტ კოლეროვი მონაწილეობდნენ.
ზვიად ქორიძე: ის, რაც 13 მარტს ვნახეთ, ახალი ამბები არ ყოფილა, და ეს ის ფაქტი არაა, რომელიც უცნობია ჩვეთვის.
როგორც რუსეთის მტრის ხატია შექმნილი საქართველოში, ისევეა შექმნილი სხვა ქვეყნების მტრის ხატები რუსეთში. ეს უბრალოდ პროპაგანდაა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. ჩვენ თავისუფალი მედია გვჭირდება. ამჟამად ჩვენი ქვეყნების განვითარების ხაზი დემოკრატიაზე გადის. თუ არ იქნება დემოკრატია, ჩვენს ქვეყნებში ასეთი ფილმები ექნება.
მოდესტ კოლეროვი: ტელევიზია ფსიქოთერაპიის საშუალებას წარმოადგენს. ასევე, საზოგადოების ტვინის გამორეცხვას, მისი დამშვიდების ან აღგზნების საშუალებას.
ზვიად ქორიძე: ეს რაღაც ახალი თეორიაა. ალბათ, თქვენს ნაწარმოებებში წავიკითხავთ, რომ ტელევიზია ეს მასმედია არაა. აბა რაა, მხოლოდ პროპაგანდა?
მოდესტ კოლეროვი –ეს ბიზნესია.
ზვიად ქორიძე–ეს მედია ბიზნესია.
მოდესტ კოლეროვი– პოლიტიკური ბიზნესი.
ზვიად ქორიძე –არა, ეს მედია ბიზნესია და თუ მისგან პოლიტიკურ ბიზნესს აკეთებენ, მაშინ ეს პროპაგანდაა, რადგან პროპაგანდაც ბიზნესია.
მოდესტ კოლეროვი: მე არ შემიძლია მივიღო თქვენი თეზისები ავტორიტარულ მედიის კონრტოლის შესახებ . მოდით, საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ, წელიწადნახევრის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გაშუქების დროს, მერწმუნეთ რომ არცერთი სიტყვა, არცერთი ზარი არ გამიგია , იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაშუქდეს ეს კონფლიქტი.
მალხაზ გულაშვილი: მინდა ოთხი კითხვა დავსვა: ვინ დაგეგმა? რა მიზანი ჰქონდა? ვინ განახორციელა და ვინ არის მოგებული ამ ფილმიდან? თუკი, ჩვენ ოთხივე კითხვას ვუპასუხებთ, ძალიან ბევრს გავიგებთ. ჩემი აზრით, ამის დაგეგმვა მხოლოდ სახელმწიფოს ხელმძღვანელობას შეეძლო. იმიტომ რომ კარგად ვიცით როგორ იმართება ტელევიხიები და მათ შორის სახელმწიფო ტელევიზიები. ჩვენ ასეთი ტიპის ფილმები უკვე ნანახი გვაქვს– პირველი ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ იყო. ჩვენ ახლა ვნახეთ მეორე სერია, და ვფიქრობ, მას მესამე სერიაც აუცილებლად მოჰყვება. ვფიქრობ, რომ საკუთარი ხალხის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის იარაღი იყო გამოყენებული. ეს ყველაფერი 2003 წელს დაიწყო. მას შემდეგ ე.წ რევოლუციონერები საკუთარ ხალხზე ცდებს მუდმივად ატარებენ.
მოდესტ კოლეროვი: მე პირადად ვიცნობ „იმედის“ გენერალურ დირექტორს, გიოგრი არველაძეს, ჯერ კიდევ იმ დორიდან, როდესაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ამ ადამიანს არ შეუძლია და არ უნდა დამოუკიდებლად რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება.
ამას რაიმე კავშირი ჟუნალისტიკასთან არ შეიძლება ჰქონდეს. ის უბრალოდ სპეციალური პროპაგანდისტული მასალააა, რომელიც ქვეყნის ოპოზიციის მიმართ არის მიმართული. რუსეთში ეს ინფორმაცია მხოლოდ პროფესიონალებმა შემაჩნიეს, რადგან სააკაშვილის და არსებული მთავრობი იმიჯისთვის რაიმე უჩვეულო და ახალი ეს არ ყოფილა. არავის გაკვრივებია, არავინ შეშფოთებულა. ყველას მშვენივრად ესმოდა, რომ ეს მიმდინარე პროპაგანდის ნაწილია. შეიძლება თუ არა, რომ რეალურად განვითარდეს ეს სცენარი? არა. ეს ფილმი არა მხოლოდ პროპაგანდა, ეს არის რაციონალური, გაზრებული სიცრუე. ამ სცენარის არსებობა შეუძლებელია.
ლაშა ტუღუში: მე იშვიათად მსმენია, რომ ამ სცენარის არსებობა შეუძებელია. ბევრი ქართველი მიიმჩნევს რომ ეს აბსოლუტურად რეალურია. მე არ ვიცი ზუსტად რამდენი პროცენტი, მაგრად ქართველების დიდი ნაწილი რუსეთს პარტნიორ ქვეყანად არ მიჩნევს. მათ აზრით, რუსეთი აგრესიის წყაროა მათთვის . ეს მხოლო ჩვენი პრობლემა არ არის, ეს თვენი პრობლემაცაა.
ალან კასაევი: რუსეთის საზოგადოებრივი აზრი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს თბილისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობების მიმართ , საქართველოს მთავრობის ქმედებების თუ უმოქმედებობების შედეგად ყალიბდებოდა.
ზვიად ქორიძე: მე არ ვიცი რა მიზეზეით წავიდა ბატონი კოლეროვი ამ სტუდიიდან, მაგრამ მეც მაქვს სურვილი, აქაურობა დავტოვო, რადგან მე აქ მოვედი ჟურნალისტიკაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ეთიკურ ნორმებზე, და არა პროპაგანდაზე სასაუბროდ.
ლაშა ტუღუში: ვიმედოვნებ რომ ჟურნალისტებს შორის დიალოგი გაგრძლედება და ჩვენ ღიად ვისუაბრებთ, შიშის გარეშე.





