CNN რუსეთში მაუწყებლობას აჩერებს. მედიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთში ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც შეიძლება დააპატიმრონ ნებისმიერი, ვინც განზრახ „ყალბ ინფორმაციას“ გაავრცელებს.
საუბარია ახალ კანონზე, რომელიც რუსეთის შეიარეაღებული ძალების შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის 10 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
“CNN შეწყვეტს მაუწყებლობას რუსეთში. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას და შემდგომ ნაბიჯების გადადგმის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – თქვა მედიაკომპანიის პრესსპიკერმა.
ახალი კანონის მიღების შემდეგ რუსეთში მუშაობა შეაჩერეს: BBC-მ, CBC-მ და Bloomberg-მა.