უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება იმ საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, რომლებსაც უკრაინისთვის ამ დრომდე სამხედრო თვითმფრინავები არ გადაუცია და დახმარებას სთხოვს.
შესაბამისი პოსტი კულებამ 4 მარტს ტვიტერზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, უკრაინა გმირულად იცავს თავის ცას, თუმცა უპირატესობა რუსეთის მხარესაა.
“ძვირფასო პარტნიორებო, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მოგიწოდებიათ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავები: როგორ შეგიძლიათ ძილი, როცა უკრაუნელი ბავშვები მარიოპოლში, ხერსონში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში ბომბების ქვეშ არიან? თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება ახლა. გააკეთეთ ეს”!
Our aces heroically defend our skies. But Russia has advantage. Dear partners who still have not provided Ukraine with military aircraft: how can you sleep when Ukrainian children are under bombs in Mariupol, Kherson, Kharkiv, other cities? You can take this decision now. Do it!
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 3, 2022
კულება მანამდე გამოქვეყნებულ მიმართვაში პარტნიორებს უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას სთხოვდა.
