კომენტარი

ვბლოკავთ რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ტრანზაქციებს – ბლინკენი

28 თებერვალი, 2022 • 1547
ვბლოკავთ რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ტრანზაქციებს – ბლინკენი

აშშ ბლოკავს იმ ტრანზაქციებს, რომელშიც რუსეთის ცენტრალური ბანკი ან/და ფინანსთა სამინისტროა ჩართული.

„ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს იმ ტრანზაქციების დაბლოკვაში, რომელშიც ჩართულია რუსეთის ცენტრალური ბანკი ან რუსეთის ფინანსთა სამინისტრო.

ჩვენ ასევე ვაწესებთ სანქციებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონზეც“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

დასავლეთმა რუსეთს ფინანსური სანქციები დაუწესა, მათ შორის SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან გარიცხეს რუსული ბანკები, ასევე, გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვები.

რუსული რუბლი რეკორდული სიჩქარით უფასურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი