კომენტარი

გიორგი გოცირიძე: როდესაც ლგბტ პირთა უფლებებზე ვსაუბრობთ, არ ვართ დაცული იმისგან, რომ ვინმემ ქვა არ გვესროლოს [ვიდეო]

17 მაისი, 2015 • • 1076
გიორგი გოცირიძე: როდესაც ლგბტ პირთა უფლებებზე ვსაუბრობთ, არ ვართ დაცული იმისგან, რომ ვინმემ ქვა არ გვესროლოს [ვიდეო]

გიორგი გოცირიძე ნეტგაზეთთან იმ მიზეზებზე საუბრობს რის გამოც იგი 17 მაისს “მრგვალ ბაღში” გამართულ შეკრებაზე მივიდა:

 

“ამ ქვეყანაში სულ ორი 17 მაისი ჩატარდა, ეს არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. პირველად 17 მაისი ჩატარდა 2012 წელს და მეორე 2013 წელს, ორივე 17 მაისი ფიზიკური ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი. მეორე შემთხვევას [2013 წელს] უფრო მასშტაბური სახე ჰქონდა, თუმცა შეურაცხყოფა 2012 წლის 17 მაისი აქციის მონაწილეებსაც მიაყენეს. მათ არ მიეცათ მსვლელობის გაგრძელების შესაძლებლობა. ამ საქმეზე სტრასბურგის ადმაიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველომ დაარღვია ევროპული კონვეცნიის მე-3 მუხლი, რომელიც კრძალავს არაადამიანურ მოპყრობას, ასევე კონვენციის მე-11 მუხლი, რომელიც იცავს შეკრების თავისუფლებას, დღეს ჩემი აქ მოსვლის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის მესიჯები, რაც ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ უმრავლესობას არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს უარი უთხრან შეხედულებების საჯაროდ ტირაჟირებაზე”, – ამბობს გოცირიძე.


 

დღეს, 17 მაისს, თბილისში, მრგვალ ბაღში, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან  ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედიარასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეკრებამ მშვიდად ჩაიარა, ადგილზე პოლიციას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ქონდა მიღებული.

 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი