კომენტარი

რუსთავი 2: უკრაინაში დაღუპული ქართველის ცხედარი დანაღმული ტერიტორიიდან გადმოასვენეს

19 აპრილი, 2015 • • 1101
რუსთავი 2: უკრაინაში დაღუპული ქართველის ცხედარი დანაღმული ტერიტორიიდან გადმოასვენეს

როგორ ტელეკომპანია უკრაინაში მებრძოლ სხვა ქართველ ჯარისკაცეზბზე დაყრდნობით იუწყება, ჯანელიძის ცხედარის გადმოსვნებისათვის საბრძოლო ოპერაცია გახდა საჭირო, რომელიც უმსხვერპლოდ დასრულდა.


გიორგი ჯანელიძე უკრაინაში წუხელ დაიღუპა. იგი აზოვის პოლკში მსახურობდა, რომელიც შიროკინოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული და პრორუს სეპარატისტებს ებრძვის.


“ქართული ლეგიონის” ლიდერმა მამუკა მამულაშვილმა ნეტგაზეთს დილით უთხრა, რომ ტერიტორიაზე, სადაც ჯანელიძის ცხედარი იმყოფებოდა, პრორუსი სეპარატისტები ჩასაფრდნენ და ადგილი დანაღმეს, რის გამოც ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი