კომენტარი

32-ე სკოლის პედაგოგების ნაწილი ემიჯნება ამავე სკოლის მასწავლებლების წერილს

14 იანვარი, 2015 • 3582
32-ე სკოლის პედაგოგების ნაწილი ემიჯნება ამავე სკოლის მასწავლებლების წერილს

“სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის უმრავლესობა არ იყო ინფორმირებული 13 იანვარს netgazeti.ge–ში ჩვენი სახელით გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავემიჯნოთ აღნიშნულ წერილს, რასაც ვადასტურებთ ხელისმოწერით.”

 

წერილზე 51 ხელმოწერაა, თუმცა ნეტგაზეთს არ შეუმოწმებია, ეს ხელმოწერები ნამდვილად ეკუთვნის თუ არა 32-ე სკოლის 51 პედაგოგს. ნეტგაზეთი მხოლოდ რედაქციაში მოსულ 3 პედაგოგს გაესაუბრა, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული სხვა მასწავლებლების წერილის შინაარს.

 

ნეტგაზეთი გთავაზობთ მათ წერილს, თუმცა წერილში მოცემული ფრაზა “netgazeti.ge–ში ჩვენი სახელით გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით” არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც ნეტგაზეთზე გამოქვეყნებულ წერილში მითითებული იყო, რომ ის ეკუთვნის 32-ე სკოლის მასწავლებლების ჯგუფს და არა მთლიანად სკოლაში მომუშავე ყველა მასწავლებელს.

 

13 იანვარს წერილის გამოქვეყნების შემდეგ “ნეტგაზეთს” დაუკავშირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი და ჰკითხა, ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა ეს წერილი 32-ე სკოლის პედაგოგებს, რადგანაც მისი თქმით,  32-ე სკოლის დირექტორმა სამინისტროს უთხრა, რომ ეს წერილი მისი სკოლის მასწავლებლებს არ ეკუთვნოდათ.

32-ე სკოლის პედაგოგების ნაწილის წერილი
32-ე სკოლის პედაგოგების ნაწილის წერილი

მასალების გადაბეჭდვის წესი